KEBURIA და SKAZZ ლონდონის მოდის კვირეულზე
გიორგი ქებურია ლონდონის მოდის კვირეულზე დებიუტისთვის ემზადება. ქართველი დიზაინერი შემოდგომა/ზამთრის კოლექციას ქართული ბენდის Skazz-ის თანხლებით წარადგენს.
| ანა ციხელაშვილი |
თუ Gen Z-ისთვის საჩუქრის არჩევას ცდილობთ, დაიმახსოვრეთ ერთი რამ: ეს თაობა ინდივიდუალურობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. რაც უნდა ტრენდული იყოს ნივთი, თუ საჩუქარს პერსონალური ელემენტი არ აქვს, თაობა Z-ის გულს ვერ მოიგებთ. ამიტომ, შეარჩიეთ ისეთი ნივთი, რომელიც ან ემოციებს აღძრავს, ან ძალიან კრეატიული იქნება, ან ვინტაჟური და ისტორიის მატარებელი. სწორედ ასეთი საჩუქარი არის საუკეთესო გზა Gen Z-ის გასახარებლად. რამდენიმე რჩევას ჩვენც გაგიზიარებთ.
ფირის კამერა (თუ უკვე აქვს, მაშინ ბევრი ფირი)
Gen Z-ს მოსწონს ყველაფერი, რაც ნოსტალგიურია, რისი შექმნაც იმდენად მარტივი არ არის, როგორიც ყველაფერი დანარჩენი დღევანდელობაში. ფოტოს გადაღება ტელეფონით ერთ წამში შეგვიძლია, თუ ვინტაჟური ელფერი მოგვწონს, უამრავი აპლიკაცია არსებობს ე.წ. ფილტრებით სავსე. თუმცა, ფირის კამერა მეტია, ვიდრე უბრალოდ მომენტის დაფიქსირება - ეს ერთგვარი რიტუალია. ფირების მოთავსება კამერაში, დატრიალება, ზუსტი ადგილის და დროის შერჩევა (იცი, რომ შეზღუდული რაოდენობის ფირი გაქვს!), შემდეგ ამ ფირების გამჟღავნება. ეს პროცესი კი, ჯენ ზის ძალიან უყვარს.
ფირსაკრავი
ვინილის ფირფიტების მოსმენით ტკბობა Gen Z-ს გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ფირსაკრავი საუკეთესო საჩუქარია იმ ადამიანისთვის, რომელსაც მუსიკა ძალიან უყვარს. თან ფირსაკრავის ჩუქებით ადამიანს ახალი ტრადიციის ჩამოყალიბებაშიც ეხმარებით, მაგალითად, ყველა მოგზაურობიდან ერთი ფირფიტა უნდა ჩამოიტანოს!
EMOTIONAL SUPPORT WATER BOTTLE
სკოლებში, უნივერსიტეტებში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ დაჰკვირვებიხართ, ახალგაზრდების დიდ ნაწილს თან პირადი წყლის ბოთლი ყოველთვის აქვს. ზოგს ძალიან უყვარს ბოთლის სტიკერებით გაფორმება ან თუნდაც მოხატვა. Gen Z-სთვის ლამაზი და კრეატიული წყლის ბოთლი მოტივაციაა, რომ ბევრი წყალი დალიონ, ჰიდრატაცია კი ძალიან მნიშვნელოვანია.
ბოტასები
თაობა ზის არც ერთი წარმომადგენელი უარს არასდროს იტყვის ბოტასის კარგ, ხარისხიან წყვილზე. გასულ წელს ძალიან ტრენდული იყო Adidas Samba მოდელი, ახლა კი აქტუალურია Puma-ს ბოტასები. ასევე, კარგი არჩევანია გამორჩეული ფერის ბოტასიც.
ყურსასმენები
მუსიკა Gen Z-სთვის ყველაფერია, ამიტომაც მათთვის კარგ ყურსასმენზე (AirPods, Sony, JBL) უკეთეს საჩუქარს ვერ შეარჩევთ. ბაზარზე უამრავი ბრენდია, რომელიც როგორც ძვირადღირებულ, ასევე ბიუჯეტურ, თუმცა ხარისხიან ვარიანტებს გვთავაზობს.
პერსონალურად მათთვის შექმნილი ნივთი
საჩუქრის არჩევისას არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ჰუდი, მაისური, ხელნაკეთი სამკაული – მთავარი ის არის, რომ ნივთი უნიკალური და პერსონალური იყოს. გაიხსენეთ ფრაზა, რომელიც მას უყვარს და დააწერეთ მაისურს ან აქსესუარს. თუ შინაური ცხოველი ჰყავს, შეგიძლიათ მათი სილუეტები, სახელები ან მათი ინსპირაციით შექმნილი ნახატი დაიტანოთ სამოსზე. იყავით მაქსიმალურად კრეატიულები.
საყვარელ სერვისზე საბსქრიფშენი
ფილმები, სერიალები, პოდკასტები თაობა ზის (და არამარტო ამ თაობას) ძალიან უყვარს. ასე რომ, Spotify-ის, Netflix-ის, Hulu-ს თუ სხვა ნებისმიერი სტრიმინგ პლატფორმის საბსქრიფშენი იდეალური საჩუქარი იქნებოდა.
სათვალე
ალბათ შეამჩნევდით, რომ თაობა ზის საყვარელი საქმიანობა ვინტაჟურ მაღაზიებში სიარული და უნიკალური ნივთების აღმოჩენაა. ყველა ჯენ ზის უხარია, როცა სათვალის განსაკუთრებულ მოდელს აღმოაჩენს. ასე რომ, შეგიძლიათ საინტერესო და გამორჩეული სათვალე შეურჩიოთ მათ საჩუქრად. კლასიკური Ray-Ban-ებიც კარგი ვარიანტია. ანდაც, ბრენდები, როგორიცაა IZIPIZI და ქართველი დიზაინერები David Snow, KEBURIA იდეალური არჩევანი იქნება. ოღონდ, გაითვალისწინეთ იმ ადამიანის ესთეტიკა, ვისთვისაც საჩუქარს ყიდულობთ.
ვაუჩერი
თუ ზუსტად არ იცით, რა უნდა აჩუქოთ, ვაუჩერი ყოველთვის უსაფრთხო არჩევანია. შეარჩიეთ მათი ინტერესების მიხედვით წიგნის მაღაზიის, საყვარელი კაფეს ან სავაჭრო ცენტრის ვაუჩერი.
სალაშქრო/სავარჯიშო ნივთები
თუ Gen Z-ს მოგზაურობა, ლაშქრობა ან უბრალოდ ბუნებაში დროის გატარება უყვარს, საპიკნიკე კომპლექტი, თერმოსი ან იოგას მატი საჩუქრის კარგი იდეაა.
დინამიკი
ყურსასმენებში სიმღერების მოსმენა კარგია, მაგრამ ზოგჯერ, როცა ლაშქრობაში კოცონს შემოუსხდებით მეგობრებთან ერთად ან წვეულებას მოაწყობთ, დინამიკი ძალიან გამოსადეგი ნივთია. დამეთანხმებით, ყველას უყვარს ის ერთი მეგობარი, რომლის ჩანთაში დინამიკი ყოველთვის მოიძებნება. JBL, Marshall ან სხვა ხარისხიანი ბლუთუზ დინამიკი იდეალური საჩუქარია.
თავის მოვლის პროდუქტები და აქსესუარები
Gen Z ძალიან ზრუნავს საკუთარ თავზე. საჩუქრის შერჩევისას ტუჩსაცხები, სახის ნიღბები, კარგი თმის მოვლის საშუალებები ან სუნამო შეგიძლიათ შეათვალიეროთ. ხოლო, თუ საჩუქრის ადრესატს განსაკუთრებით გამორჩეული ინტერესი აქვს - იქნება ეს კონკრეტული მაკიაჟის ბრენდი, მუსიკის ალბომი თუ სპორტული გუნდი, მასთან დაკავშირებული საჩუქრით ძალიან გაახარებთ.
ბოლოს გეტყვით, რომ Gen Z-ს მოსაწონი საჩუქრის შერჩევა არც ისე რთულია, თუ გაითვალისწინებთ, რომ ინდივიდუალურობა და ემოციური კავშირები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საჩუქარს მათი გემოვნების გათვალისწინებით აარჩევთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს გულწრფელად დასამახსოვრებელი სიურპრიზი იქნება.