ოსკარის ცერემონიამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა, მანამდე კი ოსკარებზე ნომინირებული ფილმები ჯერ სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელები ხდებიან. მათ შორისაა კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება, რომელიც გუშინ ლოს-ანჯელესში გაიმართა.
ღონისძიებაზე ჯეინ ფონდამ „Lifetime Achievement"-ის ჯილდო მიიღო და აუდიტორიის წინაშე ემოციური სიტყვით გამოვიდა. 87 წლის მსახიობი მრავალფეროვანი კარიერის მიღმა უამრავ სოციალურ და პოლიტიკურ ბრძოლაში იყო ჩართული. 2019 წელს ის გარემოსდაცვითი პროტესტებში მონაწილეობის გამო ხუთჯერ დააკავეს.
Ph: Matt Winkelmeyer/ Getty Images
„ჩვენ, მსახიობები, ემპათიას ვაღვივებთ. ჩვენი მოვალეობაა ჩავწვდეთ ადამიანების ბუნებას და შევეხოთ მათ სულს. იცოდეთ, ემპათია არ ნიშნავს სისუსტეს ან ვოუქიზმს (woke). საერთოდაც, ვოუქიზმი ნიშნავს, რომ უბრალოდ ადამიანების ბედი გაღელვებს“.
ჯეინ ფონდამ კოლეგებს რთული პოლიტიკური პერიოდის დაწყების წინ ერთობისკენ, სიმამაცისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება SAG Awards-ის გამარჯვებულებს - ამ პრესტიჟული დაჯილდოების ლიდერები ხუთ-ხუთი ნომინაციით მიუზიკლი „Wicked“ და სერიალი „Shōgun“ გახდნენ.
ტიმოთემ კარიერაში პირველი SAG Award-ი აიღო
საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ტიმოთი შალამეს („A Complete Unknown“) და დემი მურის („The Substance“) ტრიუმფი ვიხილეთ. ტიმოთეს ბობ დილანის როლის ბრწყინვალედ შესრულებისთვის გადაეცა ჯილდო, ხოლო დემი მურმა, მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის - შუახნის ასაკის, მივიწყებული მსახიობის პერსონაჟის შესრულებისთვის დაიმსახურა SAG Award-ი.
Ph: Michael Buckner/ Variety/ Getty Images
ტიმოთი შალამე ამჯერად კაილი ჯენერის გარეშე გამოჩნდა, თუმცა წითელ ხალიჩაზე როგორც იქნა, ვიხილეთ ახალგაზრდა მსახიობი, მილი ბობი ბრაუნი, უკვე ქმართან, ჯეიკ ბონ ჯოვისთან ერთად.
საუკეთესო გუნდური შესრულებისთვის მთავარი პრიზი ფილმმა „Conclave“-მა მოიპოვა, რომელიც ახალი პაპის არჩევის შესახებ მოგვითხრობს. ტელესერიალების კატეგორიაში კი გამარჯვებულები გახდნენ „Shōgun“ (დრამა) და „Only Murders in the Building“ (კომედია).
Ph: Vogue Magazine
„Shōgun“-ში შესრულებული როლებისთვის ანა სავაი და ჰიროუკი სანადა საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ.
Ph: Robert Gauthier/ Los Angeles Times
სატელევიზიო შოუებისა და ლიმიტირებული სერიალების კატეგორიებში საუკეთესო მსახიობის პრიზები კოლინ ფარელმა („The Penguin“) და ჯესიკა განინგმა („Baby Reindeer“) მიიღეს. ზოი სალდანამ კი მიუზიკლ „Emilia Pérez“-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდო მიიღო. ამავე კატეგორიაში გაიმარჯვა კირენ კალკინმა, „A Real Pain“-ში შესრულებული როლისთვის.
Ph: Kevin Mazur/ Getty Images
SAG-ის 2025 წლის დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.