აფხაზეთის მურალი თბილისის დევნილთა დასახლებაზე
#კულტურათბილისში, ნაძალადევის რაიონში ახალი მურალი „აფხაზეთი საქართველოა“ გამოჩნდა, რომელზეც ბედიის მონასტერი, ბიჭვინთა და რესტორანი გაგრიფშია ასახული. მურალი შეიქმნა Tbilisi Mural Fest-ის ფარგლებში, რომლის მიზანია ქალაქის ღია საჯარო გამოფენის სივრცედ ქცევა, სადაც თანამედროვე ქუჩის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.