პარიზის მოდის კვირეულზე Saint Laurent-ის 2026 წლის კოლექციამ გაზაფხული/ზაფხული კიდევ ერთხელ შეგვახსენა ბრენდის განუმეორებელი ხელწერა: თამამი ფემინურობა, ისტორიული წარსული და პარიზული ელეგანტურობა, რომელმაც რთულია, არ მოგხიბლოს.
შოუ ღამის პარიზისა და ციმციმა ეიფელის კოშკის ფონზე გაიმართა. პოდიუმს თეთრი ყვავილებითა და ბუჩქებით შექმნილი ლეგენდარული YSL ლოგო ამშვენებდა და მოდელები ჰორტენზიებით გაფორმებულ ბილიკზე მიაბიჯებდნენ.
„ეს ჩემი 30-ე შოუა და მინდოდა, კოლექცია ყოფილიყო რაც შეიძლება YSL-ური – დახვეწილი და გრანდიოზული ერთდროულად,“ – ენტონი ვაკარელო, ბრენდის კრეატიული დირექტორი.
მთლიანი კოლექცია ფემინურობის ახლებური ინტერპრეტაცია იყო, სადაც სისადავე და სექსუალურობა ჰარმონიულად ერთიანდებოდა. ვაკარელომ მრავალფეროვანი დიზაინები წარმოადგინა — ვიხილეთ ტყავით შემოსილი მოდელები, თხელი თრენჩ ქოუთები და დრამატული, ბაფთებიანი პერანგები.
კოლექცია რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი და აურა სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ფონზე იცვლებოდა. გამხსნელი ლუქები ბაფთის საყოლიანი ოვერსაიზ პერანგებით, ტყავის ჟაკეტებითა და სხეულზე მომდგარი ქვედაბოლოებით იყო შექმნილი. შემდეგ ვიხილეთ ძალიან თხელი თრენჩ ქოუთები, ჟილეტები და მოცულობითი პერანგები.
დიზაინერის შთაგონების წყარო Saint Laurent-ის არქივი გახდა – განსაკუთრებით კი 1971 წლის Proust-ის ბალისთვის შექმნილი კოსტიუმები და ფილმი „დედოფალი მარგო“. ბოლოს კი პოდიუმზე საღამოს კაბების სერია გამოჩნდა.
კოლექციის გამორჩეული ნაწილი იყო დიდი ზომის საყურეები და სათვალეები.
პოდიუმზე ყველას ყურადღება ბელა ჰადიდმა მიიპყრო, რომელიც პირველად ვიხილეთ, მას შემდეგ რაც, სოციალურ ქსელში მისი ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ებრძვის მოდელი Lyme Disease-ის მწვავე ფორმას. ბელამ მოცულობითი სათვალეები და შემოდგომის ყავისფერი თრენჩი წარადგინა.
საბოლოოდ, ივ სენ-ლორენის კოლექცია კლასიკურ ელეგანტურობას ასხივებდა და ერთდროულად პრაქტიკული, თუმცა გამორჩეული დიზაინებით იყო გაჯერებული.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.
Balenciaga-ს მაღალი მოდის კოლექციის ჩვენება პარიზში, Cité internationale universitaire-ის ბაღებში გაიმართა და თითქოს პასუხია კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს Balenciaga დემნას შემდეგ. პიჩოლის პასუხი რომანტიკულია, მაგრამ არა სენტიმენტალური.
ზენდაია „ოდისეას“ პარიზის პრემიერაზე Givenchy Haute Couture-ის 1997 წლის ლუქით გამოჩნდა, რომელიც Alexander McQueen-ის პირველი კოლექციიდანაა Givenchy-ისთვის.