კანი ესთეტიკი და Beauty Studio by Kani ამტკიცებენ, რომ სილამაზე სწორი მიდგომის, პროფესიონალიზმისა და ინდივიდუალურად შერჩეული პროცედურების შედეგია. კანი ესთეტიკი ქმნის სივრცეს, სადაც ესთეტიკური მედიცინა მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის იდეალურ ბალანსს პოულობს. აქ თითოეული პროცედურა ინდივიდუალურად ირჩევა, რათა შედეგი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ხანგრძლივი.

კანი ესთეტიკის ფილოსოფია პროფესიონალიზმს, ტექნოლოგიურ ინოვაციასა და მომხმარებელზე მორგებულ ზრუნვას ეფუძნება. წლებია, რაც ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისი პრემიუმ კლასის ინიექციური პრეპარატები, უახლესი აპარატურა და გამოცდილი სპეციალისტები ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა.
„კანი ესთეტიკში გვჯერა, რომ სილამაზე არის ჯანმრთელობის, მეცნიერებისა და ესთეტიკის ჰარმონია, რომელიც ადამიანს ბუნებრივად ანიჭებს თავდაჯერებულობას.“

კანი ესთეტიკის სერვისები
კანი ესთეტიკი ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროცედურებს გვთავაზობს, რომლებიც როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობასა და ესთეტიკურ მოდელირებას მოიცავს. მაგალითად, Visia-ს კომპიუტერული ანალიზით სახის კანის დეტალური დიაგნოსტიკა ხდება, ხოლო Clarius LD20 აპარატის მეშვეობით სისხლძარღვთა განლაგების ვიზუალიზაციაა შესაძლებელი.
აპარატულ მეთოდებში გამოირჩევა Venus Versa, რომელიც IPL ტექნოლოგიით ეფექტურად ამცირებს კაპილარებს, ასევე CO₂ ლაზერი, რომელიც ნაწიბურების, ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების კორექციისთვის გამოიყენება, ხოლო Venus Viva ფრაქციული RF-ტექნოლოგიით კანის ტექსტურას აუმჯობესებს და კოლაგენის წარმოქმნას ასტიმულირებს.
ბრენდი გვთავაზობს RF ლიფტინგსაც, რომელიც რადიოტალღებით ამკვრივებს კანს და ელასტიკურობას აღადგენს. რაც შეეხება კანის მკურნალობისა და აღდგენის პროცესს, იგი მოიცავს აკნეს შემდგომ თერაპიას, ქიმიურ პილინგს, მიკრონიდლინგს, ბიორევიტალიზაციას, პლაზმოთერაპიასა და მეზოთერაპიას.

სახის მოდელირებისა და გაახალგაზრდავების მიმართულებით კი ტარდება ბოტულინოთერაპია, ფილერები, მეზოძაფები და ეგზოსომების თერაპია. თუ თქვენი მიზანი სხეულის კორექციაა, კანი ესთეტიკი გვთავაზობს ლიპოლიტიკებს, კრიოლიპოლიზს, კავიტაციასა და RF-ლიფტინგს. ცენტრში ასევე ტარდება ჰიპერჰიდროზისა და თმის ცვენის მკურნალობა, სადაც გამოიყენება თმის პლაზმოთერაპია, მეზოთერაპია და ეგზოსომების თერაპია თმის აღდგენისთვის.

რაც შეეხება ბრენდის მეორე მიმართულებას, Beauty Studio by Kani-ს – ის გახლავთ ადგილი, სადაც ყოველდღიური სილამაზე პრემიუმ ხარისხის გამოცდილებად გარდაიქმნება. ეს სივრცე აერთიანებს არა მხოლოდ თმისა და ფრჩხილის მოვლას, არამედ სილამაზის პროცედურების სრულ სპექტრს.
„Beauty Studio by Kani-ში გვჯერა, რომ ვარცხნილობა და მანიკიური მხოლოდ ვიზუალის სრულყოფა კი არა, არამედ საკუთარი თავის მიმართ ზრუნვისა და განწყობის ამაღლების რიტუალია.“
სტუდიაში ხელმისაწვდომია თმის მოვლის თანამედროვე სერვისები: ვარცხნილობა, შეღებვის ინოვაციური ტექნიკები, მკვებავი და აღდგენითი სპა-პროცედურები, რომლებიც თმას ჯანსაღ ბზინვარებასა და სიძლიერეს უბრუნებს. ფრჩხილის მოვლის მიმართულებით ტარდება როგორც კლასიკური, ისე აპარატული მანიკიური და პედიკიური, რომელთა დიზაინიც ბუნებრივი ელეგანტურობის ხაზს ინარჩუნებს.

ასევე ხელმისაწვდომია წარბისა და წამწამის ლამინირება, სხეულისა და სახის მასაჟები მოდუნებისთვის და ენერგიის აღსადგენად, ხოლო მაკიაჟისა და ვარცხნილობის სერვისები სრულყოფილად ერგება კანის ფერსა და მომხმარებლის სტილს. ისევე როგორც კანი ესთეტიკში, Beauty Studio by Kani-შიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებრივ, თუმცა შესამჩნევ შედეგს.
ასე რომ, კანი ესთეტიკისა თუ Beauty Studio by Kani-ს მიერ შემოთავაზებული გამოცილება თავდაჯერებულობის ამაღლებაში გვეხმარება და საკუთარ თავზე ზრუნვას სიამოვნებად აქცევს.