Pillbox ქუდი, რომელიც წლების განმავლობაში სამეფო ელეგანტურობისა და დახვეწილი სტილის სიმბოლოდ ითვლებოდა, 2025 წლის მოდის სცენაზე ბრუნდება. ამ სტილის ქუდმა 1960-იან წლებში მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა და ტრენდსეთერების, ჯეკი კენედისა და პრინცესა დაიანას სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ამერიკელი და ბრიტანელი მოდის სიმბოლოებად ქცეული დაიანა და ჯეკი ამ ქუდით ოფიციალურ ღონისძიებებზე ხშირად ჩნდებოდნენ. 2025 წლის შემოდგომის სეზონზე კი, ეს კლასიკური ქუდი ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა. განახლებული დიზაინით იგი სისადავეს, თანამედროვე ქალის თავისუფალ, თავდაჯერებულ სტილთან აერთიანებს.
Ph: Ethan Floro
Pillbox ქუდის ისტორია მისი მოდის სამყაროში გამოჩენამდე იწყება. საუკუნეების მანძილზე ის სამხედრო სფეროსთან ასოცირდებობდა, თუმცა მე-20 საუკუნის შუა წლებში დიზაინერებმა მას სრულიად ახალი გამოყენება მოუძებნეს და ქუდი მალევე მოდის ერთ-ერთ ყველაზე ნიშურ სიმბოლოდ იქცა.
Ph: Martin Rustad Johansen
ჯეკი კენედიმ Pillbox საკუთარ დახვეწილ და ფემინურ სტილში შემოიტანა და ის 1960-იან წლებში ამერიკული ელეგანტურობის განსახიერებად აქცია. მოგვიანებით, პრინცესა დაიანამაც არაერთ სამეფო ღონისძიებაზე მოირგო ეს ქუდი, რითაც Pillbox სამეფო იერსახის განუყოფელ ატრიბუტადაც იქცა.
მოდის სამყაროში კლასიკური ელემენტების დროგამოშვებით დაბრუნება ახალი ამბავი არ არის და დღეს ყურადღების ცენტრში Pillbox ქუდი აღმოჩნდა.
ერთი შეხედვით Pillbox შეიძლება მხოლოდ კლასიკურ სტილთან ასოცირდებოდეს, თუმცა სინამდვილეში, ეს აქსესუარი სხვადასხვა ლუქს შეგვიძლია მოვუხდინოთ.
ოფიციალური ლუქისთვის, შეგიძლიათ ის კლასიკურ პიჯაკს ან სადა კაბას შეუხამოთ და მეტი დახვეწილობისთვის მარგალიტის საყურეები დაამატოთ. ყოველდღიური, თანამედროვე სტილისთვის კი მოირგეთ ჯინსთან და თრენჩ ქოუთთან ერთად.
Pillbox ქუდი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ნამდვილი ელეგანტურობა არასოდეს გადადის მოდიდან, უბრალოდ, დროის ცვლილებებთან ერთად ახალ სიცოცხლესა და ფორმას იძენს.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.
Balenciaga-ს მაღალი მოდის კოლექციის ჩვენება პარიზში, Cité internationale universitaire-ის ბაღებში გაიმართა და თითქოს პასუხია კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს Balenciaga დემნას შემდეგ. პიჩოლის პასუხი რომანტიკულია, მაგრამ არა სენტიმენტალური.
ზენდაია „ოდისეას“ პარიზის პრემიერაზე Givenchy Haute Couture-ის 1997 წლის ლუქით გამოჩნდა, რომელიც Alexander McQueen-ის პირველი კოლექციიდანაა Givenchy-ისთვის.