INFLUENCER MARKETING-ის სასერტიფიკატო კურსი
Influencer Marketing-ის ინტენსიური კურსი: ისწავლეთ პირადი ბრენდის შექმნა, სოციალური მედიის მართვა, კამპანიების დაგეგმვა და თანამშრომლობა კომპანიებთან.
ჰოლივუდს კიდევ ერთი გამორჩეული წყვილი შეემატა – პოპვარსკვლავი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკო დაქორწინდნენ. ცერემონია 27 სექტემბერს, კალიფორნიაში გაიმართა.
მომღერალმა ქორწილისთვის Ralph Lauren-ის ატლასის კაბა შეარჩია, რომელსაც მაღალი საყელო ყვავილის დეტალით და მოღებული ზურგი ამშვენებდა. გომესი ჰოლივუდური ტალღოვანი ვარცხნილობითა და ბრილიანტის საყურეებით იდეალურად გამოიყურებოდა. ბენი ბლანკოც Ralph Lauren-ის ტრადიციულ შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
საქორწინო ფიცი წყვილმა სანტა-ბარბარაში, ახლო მეგობრების გარემოცვაში დადო. სტუმრებს შორის იყვნენ ტეილორ სვიფტი, სტივ მარტინი თუ პერის ჰილტონი. ცერემონიის დეტალები სტუმრებისთვისაც კი ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული დარჩა, რათა ღონისძიება მაქსიმალურად ინტიმურ გარემოში ჩატარებულიყო.
სელენასა და ბენის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის 2023 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ერთი წლის შემდეგ ბენიმ სელენას, მარკიზის ფორმის ბრილიანტის ბეჭდით ხელი სთხოვა, რომელიც, სელენატორების აზრით, სიმბოლურად სელენას 2015 წლის ჰიტს Good for You უკავშირდება. სიმღერაში სელენა შემდეგ სიტყვებს მღერის: „I’m in my marquise diamonds, I’m a marquise diamond”.
2025 წლის მარტში ბენიმ და სელენამ ერთობლივი ალბომი I Said I Love You First გამოუშვეს, სადაც თავიანთი სიყვარულის ისტორიას მუსიკის მეშვეობით გვიყვებიან. მანამდე კი ერთად შექმნეს ცნობილი ჰიტები: Same Old Love, Kill Em with Kindness და I Can’t Get Enough.
სელენას თქმით, ქორწილის დაგეგმვა არც ისე რთული იყო და მენტალურად მზად იყო, ეთქვა „თანახმა ვარ“.
„ასე თავდაჯერებულად ადრე არასდროს მიგრძნია თავი,“ – სელენა გომესი.