კივი - სუპერ ხილი

იცოდით, რომ კივი შეიცავს მეტ C ვიტამინს, ვიდრე ფორთოხლის ექვივალენტური რაოდენობა? კივი, გარდა იმისა, რომ უგემრიელესია, შეიცავს უთვალავ ფიტონუტრიენტს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ვიტამინებს და მინერალებს, რაც აუმჯობესებს ჯანმრთელობას. კივის ფიტონუტრიენტები იცავს დნმ-ს დაზიანებისგან.

კივი

ფიტონუტრიენტები წარმოადგენენ ნივთიერებებს (ანტიოქსიდანტებს), რომელიც ბოჭავს ოქსიდაციური სტრესის წარმომქმნელ რადიკალებს. ოქსიდაციური სტრესი კი ის პროცესია, როდესაც ხდება უჯრედის ბირთვში არსებული დნმ-ის დაჟანგვა და საბოლოოდ ვითარდება ისეთი დარღვევები, როგორიცაა სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. ფიტონუტრიენტები ბევრ სხვადასხვა ხილში გვხვდება, თუმცა  კივი, ამ ნივთიერებების  უნიკალური შემადგენლობით და განსაკუთრებულად ძლიერი უნარით დაიცვას დნმ-ი, წარმოადგენს მეცნიერების აღფრთოვანების საგანს.

იტალიაში მეცნიერებმა კვლელვა ჩაატარეს 6-7 წლის მოზარდებში და აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც მეტ კივსა და სხვა ციტრუსს მოიხმარდნენ, უფრო შეუმცირდათ სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გახშირება და შესუსტება, ღამის ხველა და ასევე ცემინება.

ერთი ცალი საშუალო კივი, შეიცავს C ვიტამინის დღიური ნორმის 85%-ს, რაც იცავს ორგანიზმს ასთმის განვითარებისგან

C ვიტამინი გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს გაციებისა თუ ვირუსის დროს განვითრებული სიმპტომების ხანგრძლივობას, ასევე წარმოადგენს ანტიოქსიდანტს - ნივთიერებას, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, შედეგად კი ორგანიზმი დაცულია მუდმივი ანთებითი პროცესისგან და ისეთი დაავადებების განვითარებისგან, როგორიცაა სიმსივნე. ამ დაავადების საფუძველს სწორედ უჯრედების დაზიანება წარმოადგენს. ადექვატური რაოდენობის C ვიტამინის მიღება დაკავშირებულია ისეთი დაავადებების სიმპტომთა შემცირებასთან, როგორიცაა ნაწლავის სიმსივნე, ათეროსკლეროზი და დიაბეტური გულის დაავადება.

კივი, აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს , რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და ნაწლავის ჯანმრთელობისათვის

როგორ გამოვიყენოთ კივი?

საკვებად მზა კივი უნდა იყოს რბილი. მოუმწიფებელი კივი შეგიძლიათ დატოვეთ ოთახის თემპერატურაზე რამდენიმე დღე. თუ კივის შეინახავთ ქაღალდის პარკში ვაშლთან, ბანანთან და მსხალთან ერთად, ის უფრო მალე დამწიფდება.

რაც უფრო მწიფეა კივი, მით უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს. დამწიფებული კივი, შეგიძლიათ შეინახოთ როგორც ოთახის ტემპერატურაზე, ასევემაცივარში.

დაჭრილი კივი თითქმის ბოლომდე ინარჩუნებს ყველა საკვებ ნივთიერებას, თუმცა თუ კი დიდხანს გააჩერებთ კივის დაჭრილ მდგომარეობაში, მასში არსებული ფერმენტები გამოიწვევს ხილის დარბილებას. გაითვალისწინეთ, რომ ხილის სალათის მომზადებისას, დაჭრილი კივი სხვა ხილსაც დაარბილებს.

კივი, მეცნიერების მიერ აღიარებულია როგორც სუპერხილი, ამიტომ აქტიურად ჩართეთ იგი ქვენი ოჯახის რაციონში.

xo xo

„სალზამთრო“

 

ზევით