#სილამაზე

THE DIARY სტუმრად #1 ნეილ-ბარში

გაზიარება:

ალბათ, შეგიმჩნევიათ ფალიაშვილის 17 ნომერში სიმწვანეში ჩარგული პატარა სალონი. ეს Nail Bar #1 არის, რომელსაც უკვე 9 წელია ქართველი მომხმარებლისთვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურებასთან ასოცირდება. პირველობა აქ არამხოლოდ სახელში, არამედ ხარისხზეც აისახება. რთულია იყო #1 შენს საქმეში და ეს სტატუსი ამაყად შეინარჩუნო. ნაილ ბარ კი ამას ახერხებს და სტანდარტებსაც ამკვიდრებს თავის მოვლის მომსახურების სფეროში. დღეს, პირველობისთვის შექმნილი ფრჩხილის სალონის Nail Bar #1-ის შესახებ გიამბობთ, რომლის ისტორია 2015 წელს იწყება.

ნეილ ბარ #1-ის ფილიალებში მანიკიურის და პედიკიურის გარდა, წამწამებისა თუ წარბების მოვლის პროცედურებისა და პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთებაა შესაძლებელი. Nail Bar-ს ჩვენი რედაქცია მანიკიურის პროცედურის გასაკეთებლად ეწვია და სწორედ ამაზე გვსურს დღეს უფრო დეტალურად მოგიყვეთ. ხშირად, ერთი შეხედვით მარტივი პროცესი გვგონია მანიკიურის გაკეთება, თუმცა ასე სულაც არ არის. პირველ რიგში, აუცილებელია ფრჩხილის მდგომარეობის დიაგნოსტიკა, რათა სწორად შეირჩეს გელ-ლაქი. 

 

თუკი თქვენთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ Nail Bar #1-ის სტუმრობისას გირჩევთ არჩევანი “Beautix”-ზე გააკეთოთ."ბიუთიქსი" ასე ჰქვია ფრანგულ ბრენდს, რომელსაც გელ-ლაქის პროცედურის სამივე ეტაპისთვის განკუთვნილი, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აქვს. მაგალითად ამ ბრენდის ბაზა, რომელსაც აქვს სქელი კონსისტენცია, უზრუნველყოფს მყარ, გამძლე საფარს და იდეალურია თხელი, სუსტი ფრჩხილების გასამაგრებლად. დაზიანებული ფრჩხილის მქონე ადამიანებმა, სწორედ ასეთ ბრენდებთან უნდა ვიმეგობროთ, რათა გავაჯანსაღოთ ფრჩხილებიც და უზრუნველვყოთ მომდევნო პროცედურამდე ფრჩხილები იდეალურ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ. ამ ბრენდის გარდა, ბუნებრივია, სალონში სხვა ტიპის ფრჩხილებისთვის განკუთვნილ პროდუქციასაც გაგაცნობენ. არჩევანი კი, რა თქმა უნდა, თავად უნდა გააკეთოთ. 

ნეილ-ბარის დამფუძნებელთან, ალიონა შიშიგინასთან საუბრისას კი გავიგეთ, რომ საბურთალოს ფილიალში მანიკიურისა და სხვა პროცედურების შესასწავლი სკოლაც არსებობს. სკოლაში სწავლების პროცესი ადგილზე მიმდინარეობს, შეგიძლიათ, ნეილ ბარის ინსტაგრამ გვერდზე სტუდენტების ნამუშევრებიც დაათვალიეროთ. სწორედ ეს სკოლა გაიარეს ნეილ არტისტებმა, რომლებიც უკვე მუშაობენ თავიანთი პროფესიით და აგრძელებენ განვითარებას როგორც ნეილ ბარ-ის კედლებში, ასევე მის მიღმა.

 

აღსანიშნავია, ნეილ ბარ #1-ში ძალიან მეგობრული გარემოა. მარტივად შესამჩნევია, რომ ნეილ არტისტები ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად მათთვის სასარგებლო რჩევებს უზიარებენ და კომფორტულ, დაცულ გარემოს უქმნიან. აქ მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე პროცედურაც ჩაიტაროს, მაგალითად მანიკიურისა და წარბის კორექცია. სერვისები კი, რამდენიმე საფასო კატეგორიად იყოფა და თქვენთვის სასურველის არჩევა ადგილზევე შეგიძლიათ. მანიკიურის ფასი 35 ლარიდან იწყება. ყველა საჭირო ინფორმაციას კი მაშინვე მიიღებთ, როგორც კი სავარძელში მოკალათდებით. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ ვაკის ფილიალის გარდა, შეგიძლიათ სალონს ვერაზე, თარხნიშვილის 2 ნომერში, ან საბურთალოზე ყაზბეგის 24 ნომერში ესტუმროთ.

ზევით