#სილამაზე

2024 MET Gala - გაიმეორეთ ლუქი

გაზიარება:

წლევანდელი მეტ გალას წითელი ხალიჩა კიდევ დიდი ხანი გვემახსოვრება. გრაციოზული კაბების, გამორჩეული პერფორმანსებისა და თავბრუდამხვევი ვარცხნილობების მოსაფიქრებლად, მსოფლიო ელიტა თვეების მანძილზე ემზადება. ჩვენ კი იმ საიდუმლო ინგრედიენტებს გაგიზიარებთ, რომლებსაც ცნობილი სტილისტები Red carpet Look-ებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ.

პენელოპა კრუზი, მეტ გალა, მეთ გალა, met gala 2024, penelope cruz, moroccan oil, მოროკონ ოილი
ფოტოს ავტორი: ჯონ შერერი

მოგეხსენებათ, რომ 6 მაისს გამართულ გალას ცნობილი მსახიობი - პენელოპე კრუზიც დაესწრო, რომლის ვარცხნილობის ინსპირაციაც „მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება“ გახლდათ.

კრუზის ულამაზესი კაბის შექმნაზე 500 საათი დაიხარჯა, თუმცა ამჯერად მსახიობის ელეგანტურ ვარცხნილობაზე მოგიყვებით. პენელოპას არაჩვეულებრივ თმის ფერზე ვარსკვლავების ქოლორისტმა, მეთ რეზიმ იმუშავა, ხოლო ვარცხნილობაზე ცნობილმა თმის სტილისტმა, პაბლო იგლესიასმა იზრუნა. საბოლოო შედეგის მისაღებად ორივე მათგანმა მხოლოდ Moroccanoil-ის საღებავები და პროდუქტები გამოიყენა.

მოროკან ოილი, moroccanoil, თმის მოვლა, თმის ზეთი, არგანის ზეთი, პროფბიუთი, profbeauty

ცნობილი მსახიობის ვარცხნილობა იმითიც გამოირჩეოდა, რომ ის ტიპური "წითელი ხალიჩის თმისგან" განსხვავებით, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შესაძლოა მოვირგით. მათ, ვისაც ქალბატონი კრუზის ლუქის გამეორება სურს, იმ პროდუქციის კომბინაციას ვთავაზობთ, რომელიც ცნობილმა სტილისტებმა მსახიობის წითელი ხალიჩის Look-ის მისაღებად გამოიყენეს.

გაიმეორეთ თმის ფერი:

შთაგონება: “პენელოპეს ცვლილებისათვის შოკოლადისებრი სპილენძისფერი სურდა. ის თბილ ტონებში არაჩვეულებრივად გამოიყურება, Moroccanoil-ს კი იდეალური შოკოლადისფერი ტონები აქვს მისი სურვილის შესასრულებლად.“ - ამბობს მსოფლიო ვარსკვლავების თმის ქოლორისტი, მეთ რეზი.

გამოყენებული პროდუქტები:

1) პირველი ნაბიჯი ბაზის მომზადებაა. ბაზა თმის ხაზისთვის Moroccanoil Professional Hair Color Rhapsody-ით იქმნება. 20 volume გამხსნელთან იმავე რაოდენობის 7.00 + 7.9 მიქსი უნდა შეურიოთ.

2) თმის დანარჩენი ნაწილის შესაღებად კი Moroccanoil Professional Hair Color Rhapsody უნდა გამოიყენოთ, რომელიც 5 volume გამხსნელთან, იმავე რაოდენობის 6.00 + 6.9 მიქსით მიიღება.

3) შერევის შემდეგ, თმაზე დატანამდე, მასა 40 წუთის განმავლობაში უნდა გააჩეროთ.

4) დამატებითი ბზინვარებისთვის, გირჩევთ Moroccanoil Demi-Permanent Gloss კალიფსოს ელფერში გამოიყენეთ და თანაბარი რაოდენობით 7.4 + 7.46 + 8.4 + 8.9 + 9.3 + ნარინჯისფერი შესარევი შეურიოთ.

5) ნაზავი კიდევ 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ დაიტანეთ თმაზე.

metr gala 2024, მეტ გალა, პენელოპა კზური, penelope cruz მეტ გალაზე
ფოტოს ავტორი:  ვირჯილ გინარდი

გაიმეორეთ ვარცხნილობა:

“ლუქის ინსპირაცია 30-იანი წლების ჰოლივუდის კლასიკური ფილმები გახლდათ, გლამურული შავ-თეთრი ფერებითა და ზღაპრის ყველა პერსონაჟით - მძინარე მზეთუნახავიდან ფიფქიამდე.” - ამბობს სელებრითების თმის სტილისტი, პაბლო იგლესიასი.

გამოყენებული პროდუქტები:

1) მოამზადეთ და დაიბანეთ თმა Moroccanoil-ის ტენიანობის აღმდგენი შამპუნით მშრალი ბოლოების აღსადგენად. მისი ეფექტი მსუბუქი დამატენიანებელი ნიღბით გააძლიერეთ, რათა თმაზე კიდევ უფრო რბილი ეფექტი მიიღოთ. სიმსუბუქისათვის წაისვით Moroccanoil-ის თმის საფირმო ზეთი - Moroccanoil Treatment Light.

moroccan oil, ტენიანობის აღმდგენი შამპუნი, მოროკან ოილი
MOROCCANOIL ტენიანობის აღმდგენი შამპუნი

ყიდვა

MORICCANOIL, მსუბუქი დამატენიანელებლი ნიღაბი
MORICCANOIL - მსუბუქი დამატენიანელებლი ნიღაბი

ყიდვა

Moroccanoil Treatment Light, მოროკონ ოილის ზეთი, თმის ზეთი, არგანის ზეთი
MORROCANOIL Treatment Light - თმის ზეთი

ყიდვა

2) თმის პირსახოცით გაშრობის შემდეგ, ძირებზე დაიტანეთ Root Boost, ხოლო თმის შუიდან ბოლოებამდე მოცულობის მუსი. ეს კიდევ უფრო გამოკვეთს თქვენს ხვეულებს. თმა დიფუზორით გაიშრეთ და ხვეულების შესაქმნელად Moroccanoil-ის Everlasting Curl თმის დამხვევი გამოიყენეთ. დასასრულისათვის, თმის ბოლოებზე მსუბუქად შეისხურეთ Dry Texture Spray.

მოცულობის მუსი, მოროკან ოილი, MOROCCANOIL
MOROCCANOIL - Volumising mousse

ყიდვა

Dry Texture Spray, MOROCCANOIL, მოროკან ოილი
მოროცცანოილ - Dry Texture Spray

ყიდვა

 

3) ხვეულების მიღების შემდეგ, მსუბუქად დააფიქსირეთ ისინი Luminous Hairspray Extra Strong-ის გამოყენებით, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენმა ვარცხნილობამ დიდხანს გასტანოს.

ცოტა რამ Moroccanoil-ის შესახებ:

Moroccanoil-ის ბრენდი, რომელიც შთაგონებას ხმელთაშუაზღვისპირეთიდან იღებს, თავისი განუმეორებელი ფირუზითა და საფირმო სურნელითაა განთქმული, რაც შეგრძნებებში მონაცვლე ეგზოტიკური გამოცდილების მიღების საშუალებას იძლევა.

ბრენდის პირველი პროდუქტი, Moroccanoil Treatment, საყოველთაო აღფრთოვანების საგანი არგანის ზეთთან მიმართებით გახდა და ზეთოვანი თმის მოვლის პროდუქციის პიონერის სტატუსიც დაიმსახურა. 

Moroccanoil-ის თმისა და სხეულის მოვლის პროდუქტები მსოფლიოს მასშტაბით, 70-ზე მეტი ქვეყნის სალონებში, საცალო მაღაზიებში, სპებსა და ონლაინ სივრცეშია ხელმისაწვდომი. ყოველდღიური ინსპირაციისთვის შეგიძლიათ Moroccanoil.com-ს ეწვიოთ, ან ცნობილი ბრენდის გამომწერები Instagram-ზე, YouTube-სა და  Facebook-ზე გახდეთ.

ზევით