მარეხი კეზუა სილამაზის სახლის ხელმძღვანელობაზე და მისი მართვის სირთულეებზე #NailArt
#GOGO!Nail Art-ის სილამაზის სახლი თბილისში, 5 წლის წინ, რამდენიმე თვიანი შრომისა და ძალისხმევის შედეგად შეიქმნა. სილამაზის სახლის თანადამფუძნებლებმა, მარეხი და ანა კეზუებმა, მოახერხეს და სწორი სტრატეგიის, საკომუნიკაციო ენისა და კონცეფციის შემუშავებით, Nail Art-ს ერთგული, მომხმარებლები შესძინეს, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.