საზაფხულო სანდლების ხუთი ტრენდი
ზაფხულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჰიდრატაცია, მზისგან დაცვა და კომფორტული სამოსი ჩვენი რუტინის თანაბრად აუცილებელი ნაწილი ხდება. ჩვენ დაგეხმარებით, შეარჩიოთ ზაფხულის ყველაზე ტრენდული და კომფორტული სანდლები.
ფრანგული ნიშ სუნამოების ბრენდი, Parfums de Marly, ახალ არომატს წარმოგვიდგენს. სუნამო Valaya Exclusif-ის პრეზენტაცია „ლუტეციამ“ სასტუმრო მერიოტში მოაწყო. ამიერიდან ახალი სურნელი უკვე „ლუტეციას“ მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.
Valaya Exclusif ორიგინალი Valaya-ს რეინტერპრეტაცია გახლავთ, თუმცა უფრო ინტენსიური სურნელის მატარებელია. სუნამო შექმნილია მათთვის, ვინც კლასიკურსა და თანამედროვეობას შორის ეძებს ბალანსს.
სუნამოს შეპკურებისთანავე იგრძნობა ნუშის, ბერგამოტისა და მანდარინის ნაზი და ცოცხალი ნოტები. მალე მათ ფორთოხლის ყვავილისა და თეთრი ყვავილების არომატი ცვლის. მთლიანი კომპოზიცია კი, ვანილის თბილი და ჰაეროვანი სურნელით იკვრება.
Valaya Exclusif-ის ვერცხლის დეტალებიანი ბოთლიც კი ფუფუნებასა და მარადიულ სილამაზეს განასახიერებს. მისი დიზაინი ფრანგულ მაღალ მოდას ირეკლავს და მე-18 საუკუნის ფრანგული სამეფო კარის მინიმალისტური, ნეოკლასიკური ესთეტიკითაა შთაგონებული. ეს დიზაინი ხაზს უსვამს ბრენდის ფილოსოფიას – გააერთიანოს თანამედროვეობა და წარსული.
თავად Parfums de Marly 2009 წელს, ჟულიენ სპრეშერმა დააარსა. ბრენდის შთაგონება XVIII საუკუნის არისტოკრატიიდან და ლუი XV-ის ეპოქიდან მოდის, როდესაც არომატს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. პარფიუმერული კომპანიის ინსპირაციის წყაროა შატო დე მარლიც, ლუი XV-ის რეზიდენცია – ფრანგული ელეგანტურობის, ხელოვნებისა და ბუნების სინთეზის სიმბოლო.
ამ პერიოდის არისტოკრატიული ესთეტიკა, სტილი თუ ცხენოსნობის ტრადიცია როგორც Parfums de Marly-ს თითოეულ სუნამოში, ისე თავად ბრენდის დიზაინში აისახება. ბრენდის სუნამოები თავისუფლების ხაზგასასმელადაა შექმნილი და ფრანგულ ცხოვრების წესს ეხმიანება, რომელიც თავის თავში სილაღესა და „joie de vivre“-ს მოიაზრებს.
ბრენდის სიახლე Valaya Exclusif არის სუნამო, რომელიც Parfums de Marly-ს ფილოსოფიის ნაწილია და გარშემო არა მხოლოდ სურნელს, არამედ შთაბეჭდილებას ტოვებს.