ოქროს გლობუსები 2026: სილამაზის ყველაზე გამორჩეული ლუქები წითელი ხალიჩიდან

ოქროს გლობუსებზე სილამაზეს საკუთარი კატეგორია რომ ჰქონოდა, ჩვენს მიერ შერჩეული მსახიობები უდავოდ გამარჯვებულები იქნებოდნენ. წლევანდელ წითელ ხალიჩაზე წარმოდგენილი იყო ფართო სპექტრი: კლასიკური მინიმალიზმიდან ვინტაჟური ჰოლივუდის ესთეტიკამდე. თითოეული ლუქი კი ერგებოდა ავტორს და ასახავდა მის პირად სტილსა და ხასიათს.

ოდრი ნუნა

ოდრი ნუნა ოქროს გლობუსი

ოდრი ნუნას ლუქი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. შავი ფერის ტუჩები და სკულპტურული ვარცხნილობა საკმაოდ თამამი არჩევანი იყო.

ჯულია რობერტსი

ჯულია რობერტსი ოქროს გლობუსზე

ჯულია რობერტსი წითელ ხალიჩაზე ბუნებრივი ესთეტიკით წარდგა – ნაცნობი ვარცხნილობა და მინიმალური მაკიაჟი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი სოციალურ მედიაში ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გახდა ბუნებრიობისთვის, აშკარაა, რომ ჯულია საკუთარ ცხოვრებას საკუთარი წესებით აგრძელებს.

ჯენიფერ ლოურენსი

ჯენიფერ ლოურენსი ოქროს გლობუსზე

ჯენიფერ ლოურენსის ლუქი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყო სილამაზის ტრადიციული გაგებით. კლასიკური მაკიაჟი, მინიმალისტური ვარცხნილობა და საოცრად ფემინური კაბა.

ჯენა ორტეგა

ჯენა ორტეგა ოროს გლობუსი

ჯენა ორტეგა Wednesday Addams-ის ესთეტიკის ერთგული დარჩა, ან შესაძლოა მასში ჩარჩა. ლუქი უდავოდ საინტერესოა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ მსახიობს მომდევნო წითელ ხალიჩებზე განსხვავებული ვიზუალით ვიხილავთ.

ემა სტოუნი

ოქროს გლობუსი ემა სტოუნი

ემა სტოუნის მოკლე კარე შეიძლება ითქვას ამ ვარცხნილობებს შორის საუკეთესოა. ამ ფოტოს ნახვის შემდეგ თქვენც ხომ არ გაგიელვათ აზრმა, რომ ვარცხნილობის შესაცვლელად თქვენს სტილისტს მიაკითხოთ?

სელენა გომესი

სელენა გომესი ოქროს გლობუსი

სელენა გომესმა ვინტაჟური ჰოლივუდის ესთეტიკა აირჩია – 20-იანი წლების სტილის ვარცხნილობა, ფუმფულა წამწამები და მუქი ტონალობის ტუჩები.

ზევით