თბილისში ახალი NAIL BAR – GLOSSY გაიხსნა

სილამაზის მოყვარულთათვის თბილისში კიდევ ერთი ახალი სივრცე გამოჩნდა. Glossy Nail Bar ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნა. სალონი მოსკოვის გამზირზე, N9-ში მდებარეობს და სტუმრებს არა მხოლოდ ხარისხიან სერვისებს, არამედ 1970-იანი წლების შიკ სტილში შექმნილ განსაკუთრებულ გარემოს სთავაზობს.

Glossy Nail Bar, Nail Bar Tbilisi, Glossy Nail Bar თბილისი

The Diary-ს რედაქცია სალონის შესახებ დამფუძნებელს, თაკოს ესაუბრა.

თაკო, რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს და რით განსხვავდება Glossy სხვა მსგავსი სივრცეებისგან?

თაკო: ⁠Glossy nail bar მომხმარებლებს თავის მოვლის ისეთ სერვისებს სთავაზობს როგორებიცაა: მანიკიური, პედიკიური, ვიზაჟი და მუდამ ტრენდული, აფრიკული ნაწნავები. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ სტუმარს კომფორტული და თბილი გარემო შევუქმნათ, სადაც ისინი დამღლელ ყოველდღიურობაში განტვირთვას შეძლებენ.

Glossy Nail Bar, Nail Bar Tbilisi, Glossy Nail Bar თბილისი

აუცილებლად უნდა აღვნიშნო გლოსი ნეილ ბარის ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტები. ვიყენებთ ავტოკლავის ტიპის სასტერილიზაციო აპარატს, რომელიც ხელსაწყოების სრულ სტერილიზაციას უზრუნველყოფს.

როგორ მუშაობს თქვენი ჯავშნის სისტემა და რა უპირატესობა აქვს მას მომხმარებლისთვის?

თაკო: ჩვენთან ჯავშნები ხდება როგორც ტელეფონის, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით. გარდა ამისა გვაქვს ონლაინ ჯავშნის საიტი, საიდანაც მომხმარებლებს შეეძლებათ მარტივად აირჩიონ სასურველი პროცედურა და თავად ჩაეწერონ Bookinghub-ის მეშვეობით. 

Glossy Nail Bar, Nail Bar Tbilisi, Glossy Nail Bar თბილისი

რას უნდა ელოდონ სტუმრები 7 სექტემბრის შემდეგ?

თაკო: Glossy Nail Bar უკვე მზადაა სილამაზის მოყვარულებს უმასპინძლოს. ჩვენთან გახსნასთან დაკავშირებით მოქმედებს აქციები, გათამაშებები და სიურპრიზები. დეტალები ჩვენს Facebook და Instagram გვერდებზეა ხელმისაწვდომი.

Glossy Nail Bar, Nail Bar Tbilisi, Glossy Nail Bar თბილისი

ზევით