ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
                
                
            ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე Christian Siriano-მ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, სადაც სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი, კოპლები, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. კოლექცია ძველი ჰოლივუდის ელეგანტურობასა და თანამედროვე თეატრალურობას აერთიანებდა.
![]()  | 
			![]()  | 
		
კოპლები, ზოლები და კუბოკრული პრინტი კოლექციის გამორჩეულ ხაზად იქცა. Siriano-მ ყოველდღიური, ყველასთვის ნაცნობი პრინტები პოდიუმზე ისე წარმოაჩინა, რომ ისინი მაღალი მოდის ესთეტიკის ნაწილად იქცა.

შავ-თეთრი სამოსის დაწყებული ჩვენება თანდათან ფერების ფოიერვერკში გადაიზარდა: მოცულობითი კაბები, „ტიფანის“ ცისფერი სილუეტები და ვარდისფერი ტუქსედო-კაბები.
![]()  | 
			![]()  | 
		
დიზაინერის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის შთაგონების წყარო ძველი ჰოლივუდის კინო იყო. პოდიუმზე აშკარად ვიხილეთ მარლენ დიტრიხის თანამედროვე ინტერპრეტაციები: მხრებიანი პიჯაკები, შავი ქუდები და ელეგანტური სილუეტები, რომლებიც ფილმ ნუარის ატმოსფეროს აცოცხლებდა.

მოდის სფეროში ინკლუზიურობა თითქოს აღარ არის სიახლე, თუმცა Siriano მუდმივად უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას. პოდიუმზე სხვადასხვა ზომისა და წარმომავლობის მოდელები გამოვიდნენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს დიზაინერის ერთგულებას მრავალფეროვნების მიმართ.
![]()  | 
			![]()  | 
		
ამერიკელმა დიზაინერმა, რომელიც სულ რაღაც 39 წლისაა, ახალ კოლექციაში ძველი ჰოლივუდის ელეგანტურობა თანამედროვე პრინტებსა და ფორმებს შეუთავსა და კოლექციას განსაკუთრებული ხასიათი მისცა.
