ფოტოამბავი

„ხეობის ხმები“: ერთდღიანი მულტიმედიური გამოფენა თბილისში

„ხეობის ხმები“: ერთდღიანი მულტიმედიური გამოფენა თბილისში

კვირას, 15 იანვარს, თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი, ერთდღიან მულტიმედიურ გამოფენას და ლაივ პერფორმანსს სახელწოდებით - „ხეობის ხმები“ უმასპინძლებს. რეზიდენცია ევროპული პლატფორმის Magic Carpets ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი და ყოველწლიურად უზრუნველყოფს ხელოვანების მობილობას ევროპის ქვეყნებში.

გიორგი შერმაზანაშვილი: „ყველა ადამიანში ცხოვრობს ფოტოგრაფი“

გიორგი შერმაზანაშვილი: „ყველა ადამიანში ცხოვრობს ფოტოგრაფი“

გიორგი შერმაზანაშვილი იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ისტორიას ყვებიან, რეალურს და ჩვენ გვერდით მიმდინარეს, ზოგჯერ კი გამოგონილს, ბუნების მიერ შეთხულ ამბებს, როგორც ზღაპარს. „თითოეულ ფოტოში რაღაც იმალება, ზოგი სწორად კითხულობს, ხოლო ზოგი უბრალოდ ვიზუალით ტკბება“

თბილისის კულტურის კვირეული: ადგილი, სადაც ქართული და უკრაინული კულტურა გადაიკვეთა

თბილისის კულტურის კვირეული: ადგილი, სადაც ქართული და უკრაინული კულტურა გადაიკვეთა

3-7 ნოემბერს, თბილისი, კულტურისა და ალტერნატიული ხელოვნების ტალღამ მოიცვა. 5 დღით, ყოფილი კოკა-კოლას ქარხანა - Factory Tbilisi თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაიქმნა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თბილისის პირველ კულტურის კვირეულს უმასპინძლა.

ზღაპრული აპულია - ლუიჯი გირის ფოტომატიანე

ზღაპრული აპულია - ლუიჯი გირის ფოტომატიანე

რევოლუციონერი იტალიელი ფოტოგრაფის, თანამედროვე ფოტოგრაფის ოსტატისა და პიონერის ლუიჯი გირის კარიერა 1970-იან წლებში იღებს სათავეს, როდესაც ახალგაზრდა ლუიჯი კონცეპტუალური არტისტების ორგანიზაციაში წევრიანდება და მათი იდეებისა და შეხედულებების გავლენით ორაზროვან და პოეტურ სერიას ქმნის სამშობლოზე.

მოგზაურობა სამყაროს გარშემო სტივ მაკკარის შემოქმდებასთან ერთად

მოგზაურობა სამყაროს გარშემო სტივ მაკკარის შემოქმდებასთან ერთად

სამი ათწლეულის განმავლობაში, სტივ მაკკარი თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხმად გვევლინება. ფოტოგრაფიისადმი თავისი გამჭრიახი ჟურნალისტური მიდგომით სტივმა XX და XXI საუკუნეების საკულტო სურათების გადაღება მოახერხა.

მარჯანიშვილის 7 ნომერში ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის გამოფენა გაიხსნება

მარჯანიშვილის 7 ნომერში ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის გამოფენა გაიხსნება

25 ივლისს 18:00 საათიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ნომერში, ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის გამოფენას Women of Georgia, Pearls of The Caucasus მასპინძლობს.

მოყვარული ფოტოგრაფების კოლექტივი გამოფენა/გაყიდვისთვის ემზადება

მოყვარული ფოტოგრაფების კოლექტივი გამოფენა/გაყიდვისთვის ემზადება

მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმა თბილისი კოლექტივი დიდი გამოფენა გაყიდვისთვის ემზადება. 1-ელი ივვლისიდან 7 თემატიკის მიხედვით განაწილებულ 7 სივრცეში, 60-მდე მოყვარული ფოტოგრაფის 200-მდე ნამუშევარი გამოიფინება.

გარე თვალით დამკვირვებელი | სანდრო სულაბერიძე

გარე თვალით დამკვირვებელი | სანდრო სულაბერიძე

10 მაისიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2022" -ის ფარგლებში, ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენას „გარე თვალით დამკვირვებელი“ მასპინძლობს.

ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ უკრაინის მხარდასაჭერად

ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ უკრაინის მხარდასაჭერად

რუსეთ-უკრაინის ომის გამოცხადების დღიდან-დღემდე, ქართველი ხალხი უკრაინელ ერს უსაზღვრო მხარდაჭერას უცხადებს. იმის საჩვენებლად, რომ უკრაინელების ტკივილი დღეს ჩვენი ტკივილია და ქართველებს ისე, როგორც სხვას არავის კარგად ესმით რისი გადატანა უწევთ ამ 1 თვის განმავლობაში უკრაინელებს, სპონტანურად ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ დაიგეგმა.

გიორგი ნებიერიძის სოლო გამოფენა „ყვავილები და მასობრივი განადგურების იარაღები“

გიორგი ნებიერიძის სოლო გამოფენა „ყვავილები და მასობრივი განადგურების იარაღები“

18 მარტს, 2022 წლის „ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის“ ფარგლებში, The Why Not Gallery ქართველი ფოტოგრაფის გიორგი ნებიერიძის სოლო გამოფენას „ყვავილები და მასობრივი განადგურების იარაღებს“ წარმოგვიდგენს.

ზევით