ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
სანამ ინდუსტრიას ირონია დაეპატრონებოდა, მანამდე მაღალ მოდას დიდების ეპოქა ედგა, პერიოდი, როდესაც კამერებს მიღმა იდგნენ პიროვნებები, რომლებიც ისეთივე დიდებულები და საკულტონი გახლდნენ, როგორც თავად ფოტოობიექტები. სტივენ მეიზელი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ, ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემპბელი, ლორენ ჰატოი თუ იზაბელა როსელინი, სტივენი გასული საუკუნის 90-იანი წლების სუპერმოდელების რჩეული ფოტოგრაფი იყო და მისი შავ-თეთრი კადრებიც ხშირად ამშვენებდნენ პრიალა ჟურნალების ფურცლებს.
„მე მჭირდებოდა რომ შთაგონებული ვყოფილიყავი დიდებული ტანსაცმლით, წარსულში კი ასეთის პოვნა რთული არ იყო, მაშინ ყველაფერი მოდას, მოდას და მხოლოდ მოდას ეხებოდა - განაცხადა ერთხელ მეიზელმა
თუმცა, მანამ სანამ სტივენ მეიზელი საერთაშორისო სცენას დაიპყრობდა, კარიერა ილუსტრატორის და ფრილანს ფოტოგრაფის ამპლუაში დაიწყო. Gramercy Park-თან მდებარე ბინაში სტივენი ახალბედა მოდელებს იღებდა, სანამ ერთ დღესაც მისი ნამუშევრები 80-იანი წლების ერთ-ერთი კრეატიული სააგენტოს Art + Commerce-ის თანადამფუძნებლის, ჯიმი მოფატის მაგიდაზე არ აღმოჩნდა. იმ დღიდან სტივენის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, მოფატი გახდა მეიზელისთვის, დიდ მოდის სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი, სამყაროსთან, რომელიც ფოტოგრაფმა ტრიუმფით აიღო.
სტივენი მეიზელი იყო ერთდროულად ზედროული და დროსთან შესაფერისი. ერთი მხრივ „სტივენი, ალბათ, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოდის ფოტოგრაფი, ცნობილია ყველა ფორმის, ზომისა და ასაკის გადაღებით“ - ამბობდა მოფატი, რაც იმ დროისთვის - ექსკლუზიურად ერთი ზომის მოდის ინდუსტრიისთვის, უდავოდ იყო პროგრესული მიდგომა. მეორე მხრივ კი მეიზელი ნაომი კემპბელთან და ჟიზელთან ერთად თანამედროვე სუპერმოდელების ეპოქასაც ქმნიდა.
და მიუხედავად ყველაფრისა, სტივენის მუზა არა რომელიმე სუპერმოდელი, ან მსახიობი, არამედ პოპის დედოფალი მადონა გახლდათ. 80-იანი წლების შუა ხანებში, მომღერალმა სტივენი Like a Virgin-ის ჩანაწერის ყდის ფოტოს გადასაღებად დაიქირავა, შედეგად კი მეიზელის ორიგინალური ხელწერა მიიღო, რომელმაც ზუსტად ის გამოხმაურება, მოჰყვა, რომელიც მადონას სურდა. სტივენისა და მადონას კრეატიულმა თანამეგობრობამ კულმინაციას წიგნში Sex by Madonna მიაღწია, რომელიც თავიდან ბოლომდე მეიზელის გადაღებულია და რომელშიც მადონა თავის სექსუალურ ფანტაზიებს ფოტოებისა და სიტყვების მეშვეობით აღწერდა.
2021 წელს, მეიზელმა, მადონამ და Saint Laurent-ის კრეატიულმა ხელმძღვანელმა ენტონი ვაკარელომ, Sex by Madonna-ს მოსალოდნელი ხელახალი გამოცემის შესახებ აუწყეს მსოფლიოს. ყურადღების ცენტრში სტივენ მეიზელის შემოქმედება კიდევ ერთხელ მოექცა - მისი თანამშრომლობა მის ყველაზე მნიშვნელოვან მუზასთან და ხელოვანთან, რომელმაც განსაზღვრა მისი პროვოკაციული ხედვა მოდის შესახებ.
სტივენ მეიზელი ისეთივე მნიშვნელოვანი და დიდებულია, როგორც მის მიერ გადაღებული საგნები და ადამიანები, სტივენი გახლდათ ფოტოგრაფი, რომელიც ერთი ნაბიჯით უფრო წინ იყო, ვიდრე მისი თანამედროვეები და ეს მის შემოქმედებაშიც ნათლად აისახება.