ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
6 მაისს, Factory Tbilisi-ში, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში, ართბითისა და They Said Books-ის ორგანიზებით წიგნის პრეზენტაცია და ფოტო ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ბრაიან გრიფინისა და რეი კავაკუბოს საქართველოში მოგზაურობის ისტორიასა და 1990 წლის ფოტოსესიას გაეცნოს, რომელიც ჟურნალ Six-სთვის შეიქმნა.
ბრაიან გრიფინის მასშტაბური ფოტოსესია კახეთსა და თბილისში შედგა, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების მონაწილეობით ჩატარდა.
ბრიტანელი ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი 1948 წელს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინჰემში დაიბადა და ამჟამად ლონდონში მუშაობს. მან სახელი 1980-იანი წლების პოპ მუსიკოსების პორტრეტებზე მუშაობით გაითქვა, რისთვისაც ის 1989 წელს Guardian-მა „დეკადის ფოტოგრაფად“ მონათლა. მისი ნამუშევრები ხელოვნების საბჭოს, ბრიტანეთის საბჭოს, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმისა და პორტრეტების ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედ კოლექციებში ინახება. ისინი ასევე გვხვდება Depeche Mode-ის ალბომის A Broken Frame ყდასა და ჟურნალ Life-ის „80-იანი წლების უდიდესი ფოტოგრაფების“ სპეციალურ გამოცემაში.
გამოფენის ნახვის შესაძლებლობა 6 და 7 მაისს არის შესაძლებელი.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
Factory Tbilisi-ში
114 აკაკი წერეთლის გამზირი, თბილისი