#მხატვრობა #მოდა

ნიკო ფიროსმანის შემოქმედება პარიზს ამშვენებს

გაზიარება:

პარიზში, კონცეპტუალური მაღაზიის, Dover Street Market-ის ეზო ნიკო ფიროსმანის მხატვრობის სცენად იქცევა. ლეგენდარული ქართველი მხატვრისადმი მიძღვნილ ინსტალაციას იაპონელი დიზაინერის, რეი კავაკუბოს ბრენდი, Comme des Garçons წარმოგვიდგენს. ქართველი მხატვრის ნამუშევრები პარიზულ გარემოს 13 დეკემბრიდან ალამაზებს.

A post shared by TheDiary (@thediary.ge)

რეი კავაკუბო ამ ინსტალაციით ინსპირაციად ქცეულ მხატვარს მიაგებს პატივს და ხელოვნების სამყაროში ქართული, უნიკალური მხატვრობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

კავაკუბო, თავისი საფირმო ბრენდით, ავანგარდული ხელოვნებისა და მოდის გამორჩეული ფიგურაა. ის ნიკო ფიროსმანით და მხატვრის თვალით დანახული ქართული ცხოვრებით ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაინტერესდა. მას შემდეგ, ქართველი თვითნასწავლი ხელოვანი იაპონელი დიზაინერის ინსპირაციის წყაროა.

რეი კავაკუბო, ბრაიან გრიფინი, Comme de Garcons, Rei Kawakubo, Brian Griffin, რეი კავაკუბო საქართველოში, Magazine 6 N6
ბრაიან გრიფინის ფოტოები 1989 წლის გადაღებიდან

ფიროსმანის კვალს გამოყოლილი კავაკუბო საქართველოში 1989 წელს ჩამოვიდა და რღვევის პირას მდგარ საბჭოთა კავშირში, ფოტოგრაფ ბრაიან გრიფინთან ერთად, ფოტოსესია მოაწყო. ფოტოები SIX-ში, Comme des Garçons-ის იმდროინდელ ჟურნალში გამოქვეყნდა და ხალხმა გრიფინის ობიექტივში გაცოცხლებული კავაკუბოს ხედვა იხილა, რომელიც ქართული ტრადიციების ავანგარდულ მოდასთან შერწყმას გამოხატავდა.

რეი კავაკუბო, ბრაიან გრიფინი, Comme de Garcons, Rei Kawakubo, Brian Griffin, რეი კავაკუბო საქართველოში, Magazine 6 N6
ბრაიან გრიფინმა 1989 წელს ჟურნალისთვის "ქართლის დედა" გადაიღო

ფიროსმანის ნამუშევრები პასტორალურიდან დაწყებული, ურბანული სცენებით დასრულებული, იმდროინდელი ქართველების იდეალური ილუსტრაციაა. კავაკუბომ და ბრაიან გრიფინმა კი, ავთენტურ ტანსაცმელსა და Comme des Garçons-ის სამოსში გამოწყობილი ადგილობრივები გადაიღეს.

რეი კავაკუბო, ბრაიან გრიფინი, Comme de Garcons, Rei Kawakubo, Brian Griffin, რეი კავაკუბო საქართველოში, Magazine 6 N6
ბრაიან გრიფინის ფოტო 1989 წლის გადაღებიდან

ქართული ხელოვნებითა და კულტურით აღტაცება დიზაინერს წლებია მოჰყვება. პარიზში მოწყობილი ინსტალაციაც ფიროსმანის უნიკალური შემოქმედების მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცევის კიდევ ერთი გზაა.

რეი კავაკუბო, Comme de Garcons, Rei Kawakubo, ნიკო ფიროსმანი, ნიკო ფიროსმანაშვილი, Niko Pirosmani,
ფოტო: charlotte chao

ინსტალაციის გახსნასთან ერთად, ფიროსმანის შესახებ დაწერილი წიგნიც წარადგინეს. თენგიზ მირზაშვილისა და არკადი ტროიანკერის წიგნი "Niko Pirosmanashvili: A Study Of His Life and Art" მხატვრის შესახებ ესეებს აერთიანებს. წიგნში აღწერილია ის, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ფიროსმანს არამხოლოდ ქართული ავანგარდის ხელოვანებზე, არამედ ისეთ მოდერნისტზე, როგორიცაა პიკასო. კრებულში ასევე განხილულია, თუ რა პარალელების გავლება შეგვიძლია ქართველი მხატვრისა და ვან გოგის, თუ ანრი რუსოს შემოქმედებასთან. წიგნს ნობელის ლაურეატის, ორჰან ფამუქის წინასიტყვაობაც ამშვენებს.

ზევით