25 მაისს თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი იწყება
#ლიტერატურა25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება.
25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება.
2 მაისს, ნიურნბერგის ლიტერატურის სახლში, ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი, გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ნიურნბერგის ლიტერატურის სახლმა გიზელა ელსნერის პრემია დააწესა და ის 2023 წელს სწორედ ნინო ხარატიშვილს ერგო.
6 მაისს, Factory Tbilisi-ში, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში, ართბითისა და They Said Books-ის ორგანიზებით წიგნის პრეზენტაცია და ფოტო ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ბრაიან გრიფინისა და რეი კავაკუბოს საქართველოში მოგზაურობის ისტორიასა და 1990 წლის ფოტოსესიას გაეცნოს, რომელიც ჟურნალ Six-სთვის შეიქმნა.
ემოციების ნაკადი, რეალობიდან გაქცევის მცდელობა, ყოველდღიური ბრძოლა საკუთარ თავთან და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი ეტაპი, ქეთა ჯიქიასთვის სადებიუტო წიგნად ფორმირდა და „ლაბირინთების“ სახით მოგვევლინა.
გერმანულენოვანი ქართველი მწერალი და დრამატურგი, ნინო ხარატიშვილი, გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარის ლიტერატურული პრემიით - კარლ ცუკმაიერის მედლით დაჯილდოვდა. გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვისადმი დამსახურებისთვის, ნინოს ჯილდოს ქალაქ მაინცში, ფედერალური მხარის პრემიერ მინისტრი მალუ დრეიერი გადასცემს.
უნიკალური თხრობის სტილი, განსაკუთრებული ინტიმურობა, ისტორიის ხმაური და რეფლექსია, დაუვიწყარი ემოციური მიჯაჭვულობა და ქართული სევდა, რომელიც ერთიანად აღაფრთოვანებს, აფიქრებს და შთააგონებს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მკითხველებს - ეს მსოფლიოს სალიტერატურო სამყაროში ქართველი ელჩის და საუკეთესო წარმომადგენლის, ნინო ხარატიშვილის რომანების ის პერიპეტიებია, რომლებსაც კითხვის პროცესში აუცილებლად გადააწყდებით და კიდევ ბევრ, ძალიან ბევრ ნიუანსაც აღმოაჩენთ.
შაბათს, 26 ნოემბერს, ფაბრიკას საგამოფენო სივრცეში George Gamez Creative Studio-ს საგამომცემლო ხაზის გახსნა - George Gamez Publishing-ის პირველი წიგნის პრეზენტაციაა დაგეგმილი. „ბიოგრაფიკა“ ასე ეწოდება სერიას, რომელიც გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების ცხოვრებას თანამედროვე კომიქსის სტილში გვიამბობს. „ბიოგრაფიკის“ პირველი ნაწილი ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიას მიეძღვნა, წიგნში სახალისოდაა მოთხრობილი ფიროსმანის და მარგარიტას ისტორია, ისტორია, რომელმაც მხატვრის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
ამერიკელმა პოეტმა და სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა მაია ენჯელოუმ ერთხელ თქვა: „ნებისმიერი წიგნი, რომელიც ეხმარება ბავშვს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაში, ეხმარება კითხვა ერთ-ერთ ღრმა და მუდმივ მოთხოვნილებად აქციოს, მისთვის კარგია“. იგი იმეორებდა ამ შეგონებას მთელი თავისი მნიშვნელოვანი და კეთილშობილური ცხოვრების განმავლობაში და მოუწოდებდა „ყველას წაეკითხა ყველაფერი“.
პრინცი ჰარის მემუარი, სახელწოდებით Spare, დღის შუქს 10 იანვარს იხილავს. Spare მკითხველს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მღელვარე წუთებში აბრუნებს: ორი ახალგაზრდა ბიჭი, ორი პრინცი, დედის კუბოს უკან, სამყარო მწუხარებითაა მოცული“, - ნათქვამია გამომცემლობის Penguin Random House-ის პრესრელიზში.
შემოდგომა ფერადი ფოთლების, შემოპარული სუსხის, გოგრის ლატეს და წიგნების სეზონია. გრილი ნიავი და შემოდგომის ხანმოკლე დღეები ხომ მუდმივად გვიბიძგებენ ხელში რაიმე საინტერესო წიგნი ავიღოთ, მყუდროდ მოვკალათთდეთ და თავით გადავეშვათ ახალ თავგადასავალში.