MBFW AZERBAIJAN ბაქოში მეორე სეზონით ბრუნდება
აზერბაიჯანის დედაქალაქში Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan მეორე სეზონით ბრუნდება. 28-30 ნოემბერს ბაქო კვლავ გლობალური მოდის ცენტრად გადაიქცევა.
14, 15 და 16 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი კვლავ ლიტერატურის მოყვარულების შეხვედრის ადგილად გადაიქცევა. „თბილისის წიგნის დღეები“ ქართულ გამომცემლობებს, მწერლებს, მთარგმნელებსა და მკითხველებს გააერთიანებს.

ფესტივალზე ტრადიციულად წარდგება გამომცემლობა „ინტელექტი“. „ინტელექტის“ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ახალი გამოცემები, პოპულარული სერიები, თანამედროვე ქართველი ავტორების რომანები, პოეტური და პროზაული კრებულები.
ამ დღეებზე „ინტელექტის“ გამოჩენა ნიშნავს ბევრ სიახლეს, სპეციალურად ამ დღეებისთვის გამოცემულ მსოფლიო შედევრების თარგმანებს, დღის შეთავაზებებსა და ძალიან დიდ ფასდაკლებას.
![]() |
![]() |
„ინტელექტის“ სტენდზე სტუმრებს ელოდებათ განსაკუთრებული სერიები, მათ შორის „21-ე საუკუნის წიგნები“, აკრძალული წიგნების თარო, „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ სერია, Magnum Opus, ასევე თემატური კრებული „ათი რომანი დიქტატურაზე“.
ღონისძიების განმავლობაში დაგეგმილია 80%-მდე ფასდაკლება, დღის წიგნების წარდგენა და სპეციალური შეთავაზებები მასწავლებლებისთვის, ასევე ახალი გამოცემების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები და მომენტალური გათამაშებები.

რაც შეეხება წიგნებს, მკითხველს დახვდება ჯენი ერპენბეკის რომანი „კაიროსი“, რომელშიც მოთხრობილია ცხრამეტი წლის კატარინასა და ორმოცდაათს გადაცილებული, ცოლშვილიანი ჰანსის რომანის შესახებ. ისინი შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს 1980-იანი წლების ბოლოს აღმოსავლეთ ბერლინში და იწყებენ სასიყვარულო ურთიერთობას, რომელიც მათი სამშობლოს – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმების და, შესაბამისად, მტკივნეული ისტორიული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს.
სად არის საზღვარი სიმართლესა და სიცრუეს, ვნებასა და ძალადობას, სიძულვილსა და სიყვარულს, იმედსა და უიმედობას შორის – ამ კითხვის ძიებაში განიცდის მარცხს პირადი ურთიერთობაც და პოლიტიკური სისტემაც.

ამასთანავე, ლიტერატურის მოყვარულთათვის პირველად ითარგმნა ჯეიმზ ჯოისის „ღამისთევა ფინეგანისათვის“ – ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექსტი მსოფლიო ლიტერატურაში, რომელშიც ავტორს 60-მდე ენა აქვს გამოყენებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარგმანი გახლავთ თომას მანის რომანი „იოსები და ძმანი მისნი“ – სწორედ წელს აღინიშნება გერმანელი კლასიკოსი მწერლის 130 წლის იუბილეც.

ფესტივალის კატალოგის მწერლები არიან ნიკოს კაზანძაკისი, ტ.ს. ელიოტი, ივა ფეზუაშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, თემურ ხუციშვილი თუ ნუცა ღოღობერიძე.
წიგნის დღეებზე იხილავთ გაბრიელ გარსია მარკესის „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ ახალ გამოცემას, რომელიც ილუსტრირებულ ფორმატშია წარმოდგენილი.
ფემინისტური ლიტერატურის თაყვანისმცემლებს კი შეგიძლიათ ამერიკელი მწერლის, ზორა ნილ ჰერსტონის რომანს გაეცნოთ. „მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ“ მე-20 საუკუნის ფემინისტური ლიტერატურის ერთ-ერთ საკვანძო ტექსტად ითვლება.
„თბილისის წიგნის დღეების“ მსგავსი ღონისძიებები რჩება იმის დასტურად, რომ წიგნი დიალოგის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედების უმთავრესი ინსტრუმენტია. ხოლო გამომცემლობა „ინტელექტი“ აგრძელებს, შესთავაზოს ქართველ მკითხველს საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატურა.