ვენეციის კინოფესტივალი 2026: წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. კინოპროგრამის პარალელურად, ყურადღების ცენტრშია წითელი ხალიჩაც, სადაც მსახიობები და მოდელები მოდის სახლების ახალი კოლექციებითა და საარქივო სამოსით ჩნდებიან. TheDiary ვენეციის კინოფესტივალის 2026 წლის ყველაზე გამორჩეულ ლუქებს წარმოგიდგენთ.

კენდალ ჯენერი

კენდელ ჯენერი, ვენეციის კინო ფესტივალი

კენდალ ჯენერმა ვენეციის კინოფესტივალისთვის ვინტაჟური Giorgio Armani აირჩია. მარტინ მაკდონას „Wild Horse Nine“-ის პრემიერაზე კენდალმა Giorgio Armani-ის 1995 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექციის კაბა მოირგო. თეთრი კაბა ოქროსფერი ნაქარგებითა და მძივებით იყო გაფორმებული.

ჯონ მალკოვიჩი

ჯონ მალკოვიჩი ვენეციის კინოფესტივალზე

ჯონ მალკოვიჩი ვენეციის კინოფესტივალზე მარტინ მაკდონას ახალი ფილმის, „Wild Horse Nine“ პრემიერაზე გამოჩნდა, რომელშიც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. პრემიერის შემდეგ ფილმს 13-წუთიანი ოვაციებით შეხვდნენ, მალკოვიჩი კი საღამოს ყველაზე დასამახსოვრებელი სტუმარი გახდა.

წითელ ხალიჩაზე მსახიობმა Dior-ის მამაკაცის Fall 2026 კოლექციის ლუქი მოირგო, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მამაკაცის საუკეთესო ლუქებს შორის დასახელდა.

ვიტორია ჩერეტი

ვიტორია ჩერეტი

ვიტორია ჩერეტი „Wild Horse Nine“-ის პრემიერას Giorgio Armani Privé-ს შავი ხავერდის კაბით დაესწრო. კაბის გამჭვირვალე ზედა ნაწილი მუქი კრისტალებითაა გაფორმებული. ჩერეტიმ ლუქს Boucheron-ის საყურეები, Crivelli-ს სამაჯურები და Amina Muaddi-ს ფეხსაცმელი შეუხამა.

მარიაკარლა ბოსკონო

მარიაკარლა ბოსკონო

მარიაკარლა ბოსკონო „Wild Horse Nine“-ის პრემიერაზე მეთიუ ბლაზის მიერ Chanel-ისთვის შექმნილი Cruise 2026–2027 კოლექციის კაბით ვიხილეთ. ბოსკონომ ლუქს Damiani-ს სამკაულები შეუხამა.

რუნი და კეიტ მარა

რუნი და კეიტ მარა

რუნი და კეიტ მარა ვენეციაში ვერნერ ჰერცოგის „Bucking Fastard“-ის პრემიერას ერთად დაესწრნენ. რუნი მარამ Louis Vuitton მოირგო, ხოლო კეიტმა Giorgio Armani Privé.

პარკერ პოზი

პარკერ პოზი

პარკერ პოზი წითელ ხალიჩაზე Valentino-ს 2027 წლის Resort კოლექციის ღია ვარდისფერი კაბით გამოჩნდა. მსახიობმა ლუქს Valentino-ს პეპლების დეკორით გაფორმებული სანდლები შეუხამა. პარკერ პოზის ლუქი ამ დროისთვის ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლუქია.

ამალ კლუნი

ამალ კლუნი

ამალ და ჯორჯ კლუნები წითელ ხალიჩაზე მუდმივად ყურადღების ცენტრში ხვდებიან და არც ვენეციის კინოფესტივალია გამონაკლისი. ფესტივალზე ჯორჯ კლუნის კინოში შეტანილი წვლილი საპატიო „ოქროს ლომით“ აღინიშნა. ცერემონიის შემდეგ მან ფოტოგრაფებთანაც იხუმრა, საკუთარი ჯილდო AFP-ის ფოტოგრაფის კამერაში „გაცვალა“ და რამდენიმე ფოტო თავად გადაიღო.

ამალ კლუნიმ საღამოსთვის ჰაიდერ აკერმანის მიერ Tom Ford-ისთვის შექმნილი შავი კაბა შეარჩია. ლუქს ამავე ბრენდის აქსესუარები და Cartier-ის სამკაულები ამშვენებდა.

ზევით