SAINT LAURENT-ი შარლოტ პერიანის დიზაინებს აცოცხლებს
ფრანგული მოდის სახლი შარლოტ პერიანის ოთხ გამორჩეულ დიზაინს აცოცხლებს. ავეჯის ლიმიტირებული კოლექცია 8-13 აპრილს მილანის დიზაინის კვირეულზე იქნება გამოფენილი.
გაზაფხული საუკეთესო დროა დღესასწაულებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს დღესასწაული წიგნებსა და წიგნიერების გავრცელებას ეძღვნება. ლიტერატურული დღესასწაული გველის 10-დან 13 აპრილის ჩათვლით, წერეთლის #118-ში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, რომელიც თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს.
სხვა ქართულ გამომცემლობებთან ერთად, „ინტელექტი“ განსაკუთრებულად ემზადება წიგნის დღეებისთვის და ბაზრობაზე სიახლეებით წარმოგიდგებათ. წიგნის მოყვარულებს ელოდებათ მსოფლიო ბესტსელერების ახალი გამოცემები, საყვარელი ავტორების წიგნები, საინტერესო სერიები და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები.
ეს განსაკუთრებული დღეები კიდევ უფრო გამორჩეული იქნება იმით, რომ მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ თავიანთ საყვარელ მწერლებს და მათთან უშუალო დიალოგში შევიდნენ. „ინტელექტის“ ავტორებთან შეხვედრები გაიმართება როგორც სტენდზე, ასევე სცენაზე.
ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი კეკელიძის პოეზიის ახალი კრებული, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ფინალისტის თეა თოფურიას „იაკობი ჭასთან“, ლევან ბერძენიშვილის წიგნები ლიტერატურაზე და კიდევ უამრავი საინტერესო სიახლე.
თბილისის წიგნის ბაზრობა არ შემოიფარგლება მხოლოდ წიგნების შეძენით – დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებას, ჩაერთონ მოულოდნელ გათამაშებებში და ისარგებლონ განსაკუთრებული ფასდაკლებებით.
ასე რომ, თბილისის წიგნის ბაზრობა და ქართველი მწერლები ლიტერატურული დღესასწაულის აღსანიშნავად ექსპო ჯორჯიაში გელოდებიან.