თებერვალი ჯენიფერ ლოპესის და ალექს როდრიგესის სიყვარულის თვეა
#ცნობილებიაღმოჩნდა, რომ ჯენიფერის და ალექსის შემთხვევაში, საქმე არა სიყვარულის ერთ დღესთან, არამედ მთლიანად თვესთან გვაქვს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც წითელი ვარდების გიგანტური თაიგული და მასზე გამობმული ბუშტები ჩანს, ჯეილომ ემოციური აღწერაც დაურთო და განგვიმარტა, რომ თებერვალი მისი და ალექსის სიყვარულის თვეა.