Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
ეს დღე განსაკუთრებული განწყობისა და მნიშვნელობის მატარებელია და არ აქვს მნიშვნელობა შეუღლებული, შეყვარებული თუ ჯერ კიდევ დიდი სიყვარულის ძიებაში ხართ. ვინაიდან Covid19 პანდემიის პირობებში, ამ დღესასწაულის განსაკუთრებულად აღნიშნის შესაძლებლობა არ გვაქვს, შეგვიძლია ჩვენს მეორე ნახევართან ან საუკეთესო მეგობართან ერთად ჭიქა ღვინო დავაგემოვნოთ და ორიოდე საათი ყველაზე რომანტიკული ფილმის სანახავად გამოვყოთ. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის ყველაზე რომანტიკული ფილმების ტოპ 5 შერჩია.
La La Land
საოცარი მუსიკა, ლამაზი ქორეოგრაფია, LA-ს შთამბეჭდავი ხედები, მსახიობების საოცარი შესრულება და მათი სიყვარულის ისტორია – სწორედ ეს კომპონენტები ქმნის საოცრად ლამაზს მიუზიკლს, რომელმაც 2017 წელს „ოსკარის“ რეკორდული ნომინაციები და გამარჯვებები დაიმსახურა. ემა სტოუნი განასახიერებს მიას, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობს და, კაფეში მუშაობის პარალელურად, ცდილობს კასტინგებზე როლის მიღებას. რაიან გოსლინგი კი სებასტიანის როლში გვევლინება და საკუთარი ჯაზკლუბის გახსნას ნატრობს. ორი გამოუსწორებელი მეოცნებე ერთმანეთს ლოს-ანჯელესში ხვდება. სწორედ აქ იწყება სიყვარულის ისტორია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენი რომანტიკული ფილმების ტოპ ხუთეულში მოხვედრას.
Pretty woman
ჯულია რობერტს რომანტიკული ჟანრის ფილმების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი აქვს: „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“, „ნოტინგ-ჰილი“, „გაქცეული პატარძალი“ და ყველაზე გახმაურებული „ლამაზმანი“ – გარი მარშალის 1990 წლის ნამუშევარი რიჩარდ გირის მონაწილეობით. სიუჟეტი მოგვითხრობს მდიდარ ბიზნესმენსა და ლამაზ მეძავზე, რომელიც „მორიგი კლიენტის“ ნომერში მხოლოდ ერთი ღამის პირობით მიდის, საბოლოოდ კი ხვდება, რომ ედუარდზე ყურებამდეა შეყვარებული. ვივიენის როლმა მსახიობს „ოსკარის“ ნომინაცია და „ოქროს გლობუსის“ ჯილდო მოუტანა. მოკლედ, თუ კი ფიქრობთ, რომ სიყვარული თქვენთვის არ არის, არ გაგიმართლათ და ყურებიც ჩამოაყარეთ, ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ! სიყვარული ყველას შეუძლია, ყველასთვისაა და ადრე თუ გვიან, აუცილებლად გეწვევათ!
Roman Holiday
ოდრი ჰეპბერთან ერთად რომში მოგზაურობა - ეს ის არის, რაც ახლა ნამდვილად გვჭირდება! ფილმი, სადაც დიდგავროვანი ანა გადაწყვეტს სასახლის პროტოკოლს გაექცეს, სასახლის ფანჯრიდან გაიპარება და ქალაქის მხიარულ ცხოვრებას შეუერთდება. „რომაული არდადეგები“ სამართლიანად მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რომანტიკულ კომედიად, რომელიც ყველა გემოვნებასა და ხასიათს ერგება და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიყვარულს შეიძლება ქუჩის ნებისმიერ კუთხეში გადავეყაროთ.
The Notebook
რაიან გოსლინგი, ისევე როგორც ჯულია რობერტსი რომანტიკული ჟანრის ფილმებით გამოირჩევა. სიყვარულის განუმეორებელი ისტორია, რომელიც ნოასა და ელიზე მოგვითხრობს, ნამდვილად „სავალენტინო“ ფილმია. ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებულ წყვილს მდიდარი გოგონას მშობლები ეწინააღმდეგებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ურთიერთობა სამუდამოდ დაასრულონ. თუმცა, ბედისწერას სხვა გეგმები აქვს. ფილმის ყველაზე საინტერესო ნაწილია მოხუცთა თავშესაფარი, სადაც მოხუცი კაცი ყოველდღიურად სტუმრობს საყვარელ ქალს და ყოველ ჯერზე ახლიდან უყვება ისტორიას. „უბის წიგნაკი“ ყველა დროის ყველაზე რომანტიკულ ფილმთა შორის დღესაც საპატიო ადგილს იკავებს.
Sleepless in Seattle
რომანტიკულ ჟანრს გვერდს ვერ ავუვლით მეგ რაიანის გარეშე, რომელიც სასიყვარულო ისტორიების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია. მისი რომანტიკული ფილმებიდან კი ყველაზე გამორჩეული მაინც ფილმი „უძინარნი სიეტლშია“. რატომ ითვლება Sleepless in Seattle რომანტიკული ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად? მოდით, ამ შეკითხვაზე პასუხი ვალენტინობაზე, ჭიქა ღვინოსთან ერთად გავცეთ. ჰო, აქვე გეტყვით, რომ ამ ფილმში მეგ რაიანთან ერთად ლეგენდარული ტომ ჰეკნსი თამაშობს, რაც ფილმის თამასას ერთი-ორად წევს!