ქეით მიდლტონი სოციალური ქსელების ნამდვილ სახეს გვაჩვენებს
#სამეფო ოჯახიუელსის პრინცესა რამდენიმე თვიანი გაუჩინარების შემდეგ სამწუხარო ამბით გვიბრუნდება და სოციალ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ვიდეომ, რომელშიც ქეითი თავის სიმსივნის დიაგნოზზე საუბრობს, ერთ წამში დაადუმა მსოფლიო საზოგადოება, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩართული იყო არაკორექტული ჭორებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში.