დედოფალ ელისაბედ II-ისა და პრინცი ფილიპეს სიყვარულის ისტორია დისნეის საკუთარ ფილმს იმსახურებს. ამ ორის ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია 73 წელს ითვლის და საინტერესო სასიყვარულო ისტორიებითაა სავსე.
ფილიპემ მომავალი დედოფლის ყურადღება ჯერ კიდევ 1939 წლის ზაფხულში მიიპყრო, როდესაც პრინცესა ელისაბედი 13 წლის იყო. იმ დროს საბერძნეთის პრინცი დიდი ბრიტანეთის პრინცესაზე მთელი ხუთი წლით უფროსი იყო და კარიერას სამეფო საზღვაო ფლოტზე გეგმავდა. მათი პირველი შეხვედრა დარტმუთის საზღვაო კოლეჯში შედგა, რომელსაც პრინცესა ელისაბედი და მისი და, პრინცესა მარგარეტი, მშობლებთან ერთად სტუმრობდნენ. სწორედ აქ გაიცნო ელისაბედმა თავისი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული. როგორც გოგოების აღმზრდელი იხსენებს, ელისაბედი პირველივე შეხვედრაზე მოიხიბლა ფილიპეს გარეგნობით, მისი ცისფერი თვალებითა და ღია ფერის თმით.
წყვილი ქორწილამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბაკინჰემის სასახლე
მიუხედავად იმისა, რომ ფილიპესა და ელისაბედის სიყვარული ორმხრივი იყო, წყვილის ნიშნობა 8 წლით გაიწელა. მხოლოდ 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მცირე ხანში, სამეფო ნიშნობა როგორც იქნა შედგა. ამავე წლის ნოემბერში გაერთიანებულ სამეფოში პომპეზური საქორწინი ცერემონიალი გაიმართა. სამეფო ჯვრისწერა უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.
ელისაბედ II და პრინცმა ფილიპემ 1947 წლის 20 ნოემბერს იქორწინეს
ელისაბედ II-სა და პრინც ფილიპეს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ყავთ. პრინცი ფილიპე ყოველთვის დედოფლის გვერდითაა და მუდამ გამოხატავს საკუთარ მხარდაჭრას მის მიმართ. სამეფო წყვილმა ერთად მოიარა მთელი მსოფლიო ავსტრალიიდან ამერიკამდე, აფრიკიდან ინდოეთის ჩათვლით ბრიტანულ ერთა თანამეგობრობის დროშის ქვეშ.
პრინცი ფილიპე დედოფალს ხშირად „ლილიბეთით" ან „საყვარელოთი" მიმართავს
ელისაბედი, ფილიპე, 1 წლის პრინცესა ანა და 3 წლის პრინცი ჩარლი, 1951 წელი
შესაძლოა ელისაბედი ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს დედოფალი იყოს, ფილიპე კი საბერძნეთის, დანიისა და გაერთიანებული სამეფოს პრინცი, მაგრამ სამეფო დარაბებს მიღმა ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან, მათაც ჩვენსავით უხარიათ, მათაც სწყინთ, ტირიან, იცინიან და უყვართ ჩვენსავით.
ედინბურგის ჰერცოგი და დედოფალი ვერცხლის ქორწილს აღნიშნავენ, 1972 წელი
მზია ამაღლობელი და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობა პრაღაში გამართულ „ფორუმ 2000“-ზე საერთაშორისო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ. ჯილდო 2021 წლიდან, სამოქალაქო სიმამაცისთვის, პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის გაიცემა.
სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, რუსეთ-უკრაინის ომში დაზარალებულთა მხარდასაჭერად კიევში ჩავიდა. ჰარის ვიზიტი მოულოდნელი იყო და მალევე მიიქცია საერთაშორისო გამოცემების ყურადღება.
პატიმრობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, პრესტიჟული Free Media Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს აღიარება მას, როგორც დამოუკიდებელი მედიის სახეს, პროფესიული საქმიანობისა და უწყვეტი ბრძოლისთვის გადაეცა.