Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
შეგახსენებთ, რომ მირანდა ნადიბაიძე, ჩვენი საკონდიტრო სვეტის ავტორია. სიყვარულის დღეს, ახალგაზრდა კონდიტერი ჩვენს მკითხველს უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტებს უზიარებს.
ინგრედიენტები მინანქარი:
• 15 გ ჟელატინი
• 130 გ შაქარი
• 55 გ წყალი
• 130 გ გლუკოზა
• 70 გ რძე
• 15 გ რძის ფხვნილი
• 165 გ თეთრი შოკოლადი
• წითელი ფერის გელის საღებავი
• ტიტანის დიოქსიდის ფხვნილი
• მინანქარი უნდა მომზადდეს მინიმუმ 12 საათით ადრე.
ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
• 80 გ ფქვილი
• 2 გ გამაფხვიერებელი
• 1 მწიკვი მარილი
• 50 გ კარაქი
• 100 გ შაქარი
• 2 ც კვერცხი
• 60 გ რძე
• 2 გ ვანილინი
ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსამდე. გააერთიანეთ ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი. თასში კარგად ათქვიფეთ კარაქი და შაქარი. შემდეგ სათითაოდ დავამატოთ კვერცხი და გავაგრძელოთ თქვეფა. დავამატოთ ვანილი და ათქვიფეთ. ხელის სათქვეფით ნელ-ნელა შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები და რძე შენაცვლებით: ფქვილი, მერე რძე, მერე ისევ ფქვილი და დარჩენილი რძე. ჩაასხით ყალიბში და გამოაცხეთ 180 გრადუს ცელსიუსზე 30 - 35 წთ.
ინგრედიენტები ჟოლოს კონფისთვის:
• 200 გ ჟოლო
• 50 გ შაქარი
• 5 გ ჟელატინი
ჟოლო და შაქარი წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევიყვანოთ ჟელატინის ფირფიტები. გადავიტანოთ ყალიბში და გავაციოთ.
ვანილის მუსი:
• 200 გ თეთრი შოკოლადი
• 170 გ რძე
• 18 გ ჟელატინი
• 500 გ ნაღები (30%-იანი)
• 10 გ ვანილის ექსტრაქტი
მომზადების წესი:ავადუღოთ რძე და დავასხათ თეთრ შოკოლადს, გავაერთიანოთ და შევიყვანოთ ჟელატინი და ვანილის ექსტრაქტი. ბოლოს გადავურიოთ ხელით ამოყვანილი ნაღები. დავამონტაჟოთ ტორტი სასურველ ფორმაში, გავყინოთ და გადავასხათ მინანქარი. მინანქრის სამუშაო ტემპერატურა 34-36 გრადუსი ცელსიუსი.