თეა თოფურიას რომანი „იაკობის ჭასთან“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ფინალშია
ქართველი მწერლის მაგიური რეალიზმის ჟანრში შექმნილი რომანი იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის თემებს ეხება.
შეყვარებული ადამიანებისთვის ყველაზე საყვარელი და ამაღელვებელი დღესასწაული კარს მოგვადგა. 14 თებერვალი სიყვარულის, პატივისცემისა და ურთიერთგაგების ზეიმია და ის მთელი მსოფლიოს გარშემო ზარ-ზეიმით აღინიშნება. თუ კი თქვენც გულწრფელად გწამთ, რომ დედამიწას სწორედ სიყვარული ატრიალებს, მაშინ დროა, თქვენი რჩეული ქალბატონისთვის საჩუქარი შეარჩიოთ, ყვავილებისა და შოკოლადების მიღმა სასურველი საჩუქრის შერჩევაში კი ჩვენ დაგგეხმარებით.
1. სუნამო
საყვარელი სურნელის ჩუქებით თქვენი რჩეულის გულს ნამდვილად გაახარებთ. თუ დაზუსტებით არ იცით რომელი სუნამოს მოტრფიალეა თქვენი მეორე ნახევარი, მაშინ არჩევანი ქალურ, სექსუალურ და ამავდროულად ნაზ სურნელზე გააკეთეთ.
YVES SAINT LAURENT- Black Opium
2. ქალის თეთრეული
არაფერი ხდის ქალს იმაზე თავდაჯერებულსა და ამაყს, როგორც ამას სექსუალური თეთრეული ახერხებს. გირჩევთ, ყურადღებით შეარჩიოთ თქვენი რჩეულისთვის თეთრეული და აქცენტი ფერსა და ფორმებზე გააკეთოთ.
MARIA UNDERWIRED BRA
3. ფეხსაცმელი
ქალისთვის ახალი წყვილი ფეხსაცმელი ზედემტი არასდროსაა, მით უმეტეს როდესაც საქმე ქართული წარმოების კომფორტულსა და ტრენდულ კედებს ეხება.
CROSTY ELAN RED
4. სამკაული
გემოვნებით შერჩეული სამკაული, ყოველი ქალისთვის განუყრელი აქსესუარი უცილობლად გახდება, ჩვენი რჩეული კი ქართველი დიზაინერის ანამარია ფესმანის გულის ფორმის ბეჭედი გახლავთ.
EASY LOVE - Light Pink
5. სათვალე
სათვალე ქალებისთვის არა მხოლოდ მოდური აქსესუარი, არამედ სტილის განუყოფელი ნაწილიც გახლავთ, ყურადღება გაამახვილეთ როგორი ფორმისა და ფერის სათვალეს ანიჭებს თქვენი რჩეული უპირატესობას და არჩევანის გაკეთებაც არ გაგიჭირდებათ.
SWATCH
6. სილამაზის ყუთი
ყველა კაცმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი რჩეულისთვის თავის მოვლა, მთელი თავისი პროცედურებითა და რუტინებით. იმისათვის, რომ სიყვარულის დღეს თქვენი საყვარელი ქალი გაახაროთ, აჩუქეთ მას სილამაზის ყუთი, სავსე თავის მოვლის პროდუქტებითა და პროცედურებით.
BEAUTY AND THE BOX
7. სურნელოვანი სანთელი
თუ კი თქვენი რჩეულის რელაქსაციაზე ზრუნავთ, მაშინ სურნალოვანი სანთელის შეძენაზე უნდა დაფიქრდეთ. თავბრუდამხვევი სურნელის წყალობით, თქვენს რჩეულს დაუვიწყარ წუთებს მიანიჭებთ.
JO MALONE LONDON - BLACKBERRY & BAY