აღდგომის თემა ხელოვნებაში რენესანსიდან ბაროკომდე

აღდგომა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და აერთიანებს მსხვერპლის, გამოსყიდვისა და განახლების თემებს. ეს იდეები საუკუნეების განმავლობაში იქცა მხატვრების ინტერესის ცენტრად. 

„აგონია ბაღში“, ელ გრეკო

„აგონია ბაღში“ – ელ გრეკო

ელ გრეკოს ნახატი ქრისტეს ლოცვის მომენტს ასახავს ჯვარცმამდე. ქრისტეს წინ ანგელოზი ჩნდება, ხელში სასმისით. მარჯვენა ფონზე კი ასახულია იუდა და ჯარისკაცების ჯგუფი, რომლებიც მის დასაპატრიმრებლად მოდიან. ტილო გეთსემანიის ბაღში განცდილ ტანჯვასთანაა დაკავშირებულია, რომელიც ქრისტეს ცხოვრების იმ ეტაპს ასახავს, რომელიც წინ უსწრებს ჯვარცმას.

„ქრისტეს დასაფლავება“, კარავაჯო

The Entombment of Christ – Caravaggio

1603–1604 წლებში შესრულებული ნამუშევარი ჯვარცმის შემდგომ მომენტ სასახავს. კარავაჯო სინათლისა და ჩრდილის მკვეთრი კონტრასტით ქრისტეს სხეულს კომპოზიციის ცენტრად აქცევს. მკაფიოდ გადმოცემული ემოციები და სხვა დეტალები მძიმე ემოციურ ფონს ქმნის, სადაც დანაკარგისა და მსხვერპლის განცდა მკაფიოდ იკითხება.

„აღდგომა“, პიერო დელა ფრანჩესკა

The Resurrection – Piero della Francesca

„აღდგომა“ იტალიელი რენესანსის ოსტატის, პიერო დელა ფრანჩესკა-ს ფრესკული ნამუშევარია, რომელიც 1460-იან წლებში შეიქმნა. იგი შესრულებულია იტალიის, ტოსკანის რეგიონში მდებარე ქალაქ სან-სეპოლკროში, Palazzo della Residenza-ს შენობაში. პიეროს ეს ფრესკა გოთიკურ სტილში აგებული რეზიდენციისთვის დაუკვეთეს, რომელიც ქალაქის საკრებულოს დარბაზს წარმოადგენდა. ნამუშევარი ასახავს ქრისტეს აღდგომის მომენტს და მისი შინაარსი გამარჯვებასა და განახლებას უკავშირდება.

„ქრისტეს დაცემა გოლგოთას გზაზე“, რაფაელი

Christ Falling on the Way to Calvary – Raphael

ნამუშევარი ასახავს გავრცელებულ სიუჟეტს: ქრისტეს გოლგოთის გზაზე, ჯვრის ტარების დროს, იმ მომენტში, როცა იგი ეცემა და ღვთისმშობელი ტკივილს ვეღარ უძლებს და გონებას კარგავს. ეს ეპიზოდი ცნობილია როგორც ღვთისმშობლის უგონოდ დაცემა. 

„ეკლის გვირგვინით შემკობა“, კარავაჯო

The Crowning with Thorns – Caravaggio

კარავაჯოს ეს ნახატი ასახავს მომენტს, როდესაც რომაელი ჯარისკაცები ქრისტეს ეკლის გვირგვინს ადგამენ თავზე. ისინი ქრისტეს დასცინიან და ძალით ახვევენ ეკლიან გვირგვინს. 

„ქრისტე და მარიამ მაგდალინელი“ („Noli me tangere“), ტიციანი

Christ and Mary Magdalene(Noli me tangere) – Titian

ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გეთსემანიის ბაღში მარიამ მაგდალინელს ევლინება. თავდაპირველად იგი ქრისტეს მებაღედ მიიჩნევს, შემდეგ კი გაოცებით ხელს უწვდის. ქრისტე ეუბნება: „არ შემეხო“ („noli me tangere“), რადგან დროა მისი მიმდევრები შეელიონ მის მიწიერ ყოფნას და სულიწმინდის მოსვლას დაელოდონ (იოანეს სახარება 20:14–18). ეს ტიციანის ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარია, რომელიც ლონდონის ეროვნული გალერეის კოლექციაში ინახება.

„ჯვარცმული ქრისტე“, დიეგო ველასკესი

Christ Crucified – Diego Velázquez

ესპანური ბაროკოს ერთ-ერთი მთავარი ნიმუში დაახლოებით 1632 წელს არის შესრულებული და მადრიდის ბენედიქტელთა მონასტრისთვის, San Plácido-სთვის შეიქმნა. დღეს ნახატი Museo del Prado-ში ინახება. ცნობილია, რომ ველასკესი აქ თეოლოგიურ ტექსტებსა და ესპანურ რელიგიურ წესრიგს ეყრდნობოდა, სადაც ქრისტეს გამოსახვა მაქსიმალურად თავშეკავებული და ღირსეული უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ნახატზე ზედმეტი დრამატიზაცია არ არის.

ზევით