ოსკარის ნომინანტების სია ცნობილია
#კინორიგით 97-ე ოსკარების ცერემონია ახლოვდება და ნომინანტების სიაც უკვე ცნობილია. კინოინდუსტრიის მთავარი ღონისძიება საქართველოს დროით 3 მარტს გაიმართება.
რიგით 97-ე ოსკარების ცერემონია ახლოვდება და ნომინანტების სიაც უკვე ცნობილია. კინოინდუსტრიის მთავარი ღონისძიება საქართველოს დროით 3 მარტს გაიმართება.
ლუვრის მუზეუმში 24 იანვრიდან 21 ივლისამდე გაიმართება Louvre Couture – უნიკალური გამოფენა, რომელიც აერთიანებს ხელოვნებასა და მოდას. მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მსოფლიო მოდის უდიდესი სახლების ნამუშევრები, შთაგონებული ხელოვნების ნიმუშებით.
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ალექსანდრ მატიუსიმ AMI-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენება გაიმართა 1920-იანი წლების ისტორიულ შენობაში. დიზაინერმა აქცენტი სიმშვიდეზე, ჰარმონიაზე და უნისექს სამოსზე გააკეთა. პოდიუმზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.
ფარელ უილიამსის და ნიგოს კოლაბორაცია Louis Vuitton-ის 2025 წლის მამაკაცის კოლექციაში ქუჩის მოდას და მაღალი მოდის ელემენტებს აერთიანებს. ამ კოლექციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ Louis Vuitton-ის მიზანი მხოლოდ მაღალი მოდის სფეროში ლიდერობა არაა. ის ქუჩის კულტურასთან ინტეგრაციით მომავლის მოდას ქმნის.
ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი, ფერარის სკუდერიაში გადადის. ახალი პარტნიორობა ჰამილტონსა და შარლ ლეკლერს შორის ფერარის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლის იმედს აძლიერებს.
მილანის მოდის კვირეული 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის ტრენდებით გამორჩეული იყო. ბრენდებმა, როგორიცაა Prada და Giorgio Armani, კომფორტი და პრაქტიკულობა მოდის სამყაროს ცენტრში დააყენეს. მონოქრომული ფერები, ოვერსაიზ სამოსი და ნოსტალგიური დეტალები კი, მთავარ აქცენტებად იქცა.
მარია მხოლოდ 24 წლის იყო. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფში მოხალისედ იყო ჩაწერილი და ბახმუტის მახლობლად, 17 იანვრის დილას გარდაიცვალა. მსოფლიომ მარია ბელარუსის საპროტესტო აქციებიდან გაიცნო – მაშინ, როდესაც ის ბელარუს ხალხთან ერთად რუსულ რეჟიმს ჯერ კიდევ საკუთარ ქვეყანაში უპირისპირდებოდა.
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში 47-ე პრეზიდენტის სტატუსით დაბრუნდა და მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ ამერიკაში "ოქროს ხანა" იწყება. ინაუგურაციაზე პოლიტიკურმა და ბიზნეს ელიტამ მოიყარა თავი. ეს დღე ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადასთან ერთად მსოფლიოში ახალი პოლიტიკური რეალობის საწყისი წერტილია.
დღეს სალომე ზურაბიშვილი წითელ კაბაში დაესწრო POLITICO-ს ინაუგურაციულ ბრანჩს, ხოლო ინაუგურაციისთვის ამავე ფერის მოსაცმელი შეარჩია. ფერების დიპლომატიური მნიშვნელობა, სალომე ზურაბიშვილის გზავნილი და აშშ-ში მისი ვიზიტის პოლიტიკური კონტექსტი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ცერემონიის პოლიტიკურ და სოციალურ მნიშვნელობასთან ერთად, მოდის მოყვარულები განსაკუთრებულად ელოდებიან პირველი ლედის და სხვა წარმომადგენლების ჩაცმულობას.