კლიშედ ქცეული ფრაზა „მოდა ბრუნავს“ კვლავაც აქტუალურია და მაქსიმალიზმის ეპოქა კვლავ მინიმალიზმს უთმობს პირველ ადგილს. ხმაურით, ტექსტურებითა და მკვეთრი ფერებით გადატვირთულ სამყაროში Pantone-ის ფერების ინსტიტუტმა 2026 წლის მთავარი ფერის სტატუსი ყველაზე ნაზ და მინიმალისტურ ფერს მიანიჭა.
Ph: Pantone
PANTONE 11-4201 Cloud Dancer – ეს უბრალო თეთრი ფერი არ გეგონოთ, მთელი ფილოსოფიაა. ფერი, რომელიც სიმშვიდეს, სიახლესა და შინაგან ჰარმონიას განასახიერებს, 2026 წლის დომინანტი ტონი იქნება.
„Cloud Dancer არის ნაზი თეთრი ტონი, რომელიც სიცხადეს განასახიერებს. მაშინ, როცა სამყარო ზედმეტად ხმაურიანია, ეს ფერი გვეხმარება, შინაგან ხმას მოვუსმინოთ, ვიპოვოთ ფოკუსი და გავთავისუფლდეთ ყოველივე ზედმეტისგან,“ – ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლიატრის აისემანი.
მაღალმთიანი აჭარა. Ph: Shermazana
Pantone-ის ფერების ინსტიტუტმა ამ ტონში შექმნილი ნაჭრის ჩანთების ლიმიტირებული კოლექციაც დააანონსა, რომლის დიზაინერი, ცნობილი ილუსტრატორი ემილიანო პონცი იქნება.
თეთრი უდაბნო ეგვიპტეში
ფერების ინსტიტუტმა 2026 წლის მთავარ ფერად Cloud Dancer-ი მთელი წლის განმავლობაში მოდის ტენდენციების, კულტურისა და ტექნოლოგიური ცვლილებების სიღრმისეული ანალიზის შედეგად შეარჩია. ეს ფერი 2026 წლის მანიფესტაციაა – იანვრიდან უპირატესობა სივრცესა და ისეთ ატმოსფეროს მიენიჭება, სადაც სიმარტივე და თავისუფლება იგრძნობა. მთავარი ყურადღება კი ვიზუალურ სისუფთავესა და სიცხადეზე გადაინაცვლებს.
Cloud Dancer უკვე ვიხილეთ მრავალ წითელ ხალიჩაზე, ერთ-ერთი გამორჩეული 2025 წლის მეტ გალაზე დაიანა როსის კაბა იყო.
Delfos-ის საზაფხულო კამპანია ამჯერად ცნობილ იტალიურ ბრენდს - Boccadamo-ს ეძღვნება, რომლის სახეც ლიკა ქორქიაა. ბრენდის კოლექციების მთავარი ხიბლიც მის მრავალფეროვნებასა და უნივერსალურობაშია.
ლუპიტა ნიონგომ ლოს-ანჯელესის სახლი Crate & Barrel-ის დიზაინის გუნდთან ერთად განაახლა. ინტერიერში მთავარი ადგილი ბუნებრივ ხედებსა და მყუდრო გარემოს ეთმობა.