თბილისის კულტურის კვირეული გვიახლოვდება

სოფო ჭყონია, კულტურის კვირეული, culture week

9-12 მაისს, ჩვენს დედაქალაქში სხვადასხვა ეროვნების, ინტერესებისა და ტალანტის მქონე ხელოვანების მონაწილეობით კულტურის კვირეული გაიმართება. საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიისთვის 9 მაისს 19:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო 10-12 მაისს 12:00 საათიდან 21:00 საათამდე იქნება ღია. 

"თბილისის კულტურის კვირეულის" ფარგლებში Factory Tbilisi, თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაქმნილი კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა, მსოფლიოს ხელოვანებს უმასპინძლებს. ზუსტად იქ დაგხვდებათ იდეალური გარემო, სადაც გადაიკვეთებებიან შემოქმედებითი სამყაროები, ერთმანეთს შეხვდებიან არტისტები და ხელოვნების მოყვარულები. თბილისში, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრები ჩამოვლენ მათ შორის საერთაშორისო მედია: Forbes USA, The Guardian, SouthChina Morning Post, Washington Post, Elle Japan, madame Figaro Japan, GQ Japan

კვირეულის პროგრამა სხვადასხვა ტიპის გამოფენას, პერფორმანსს, კონცერტს, კინოჩვენებასა და ინტერაქციულ პროექტს მოიცავს. კვირეულის მთავარი თემებია მხატვრობა, მოდა, თეატრი, მუსიკა და ცეკვა. 

Culture Week Tbilisi-ს ფარგლებში გაიმართება რაინერ ჰოლზემერის დოკუმენტური ფილმის “Martin Margiela in His own Words” ჩვენება გაიმართება. ასევე, ვიხილავთ დოკუმენტურ ფილმს Mary, Marianna, Maria – The Unsung Greek Years of Callas”. 

Factory-ში იხილავთ აზერბაიჯანელი არტისტის ფაიგ აჰმედის შემოქმედებას. ის ცნობილი თავისი კონცეპტუალური ნამუშევრებით გახდა. ფაიგ აჰმედის ნამუშევრები უძველესი ხელნაკეთობების გაცოცხლებაა. ის ტრადიციებისა და სტერეოტიპების დეკონსტრუქციით, ახალ, წარმოსახვით საზღვრებს ავლებს.

კვირეულზე აჰმედი, 2020 წლის პროექტით, “Doubts”, წარსდგება. ეს არის ბუნებრივი საღებავებითა და მატყლით შექმნილი ხელნაკეთი ხალიჩა, რომელიც პანდემიის დროინდელ სამყაროში შეიქმნა, მაშინ როდესაც მსოფლიო მოსახლეობის კოლექტიური ცნობიერება გაურკვევლობამ მოიცვა. ამ ნამუშევრით არტისტი ტრადიციის ინერციულ ბუნებას უპირისპირდება და გვანახებს იმ ძლიერი ნაკადის მქონე მდინარეს, რომლადაც დღევანდელი ტრანსფორმაციულ სამყაროდ არის გადაქცეული.

კვირეულზე იხილავთ უკრაინელი არტისტის რომან მიხაილოვის შემოქმედებასაც. ასევე Amine Amharech-ის სკლუპტურების გამოფენას, სახელად “AL-FURKAN”. ბერძნული ფოლკლორის ინსპირაციით გადაღებულ ფოტოსურათებს ფილეპ მოტვეირის სერიიდან - THE BETROTHED, ქართული სცენოგრაფიის გამოფენას, გიორგი ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით და პერფორმანსს Theatre Factory 42-ისგან. 

9 მაისს საღამოს 9 საათზე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტი გაიმართება. კვირეული 12-ში საღამოს 8 საათზე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში დაგვირგვინდება. მაყურებელი ანიტა რაჭველიშილისა და ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური ორკესტრის, მანანა ეგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ შესრულებას მოისმენს. 

2024 წლის მაისის კვირეული, სოფია ჭყონიას ხელმძღვანელობით გაიმართება. პარტნიორები არიან: Coca-Cola, McDonalds, m², Mastecard, SOLO, PSP, Uber Black, Caparol, Aptos, Zoommer, Philip Martin's Georgia, The Makeup Institute Georgia.

ზევით