#ცნობილები #სილამაზე

გუგუ მბატა-როუს ბიუთი ლუქი - ოდა ჯოზეფინა ბეიკერს

გაზიარება:

ბრიტანელი მსახიობი და ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი, BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე ნამდვილ მშვენებად მოგვევლინა. გუგუ მბატა-როუ, ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის გამარჯვებულთა გამოვლენის ცერემონიაზე 1920-იანი წლების გლამურით შემკული გამოჩნდა.

Louis Vuitton-ის ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილმა გუგუმ და მისმა მეიქაფ არტისტმა ალექს ბებსქაიმ, ულამაზესი ტალღოვანი თმა, უკან კუდად შეკრული შეარჩიეს, მსახიობს რამდენიმე განსხვავებული აქსესუარი მოარგეს და როდესაც საქმე მაკიაჟამდე მივიდა, მთელი აქცენტი ტუჩებზე გააკეთეს.

„რადგან ტუჩები მუქ ტონალობაში შევარჩიეთ და ფოკუსიც მასზე გაკეთდა, გადავწყვიტე სახის კანი და თვალები მაქსიმალურად ბუნებრივად შემენარჩუნებინა“ - განაცხადა ალექსმა.  „თვალის ჩრდილების ნაცვლად, კორექტორის მუქი ტონალობა შევარჩიე, რათა მათ მნიშვნელობა ჰქონოდათ და ზედმეტად ხელოვნურად არ გამოჩენილიყვნენ. ამის შემდეგ თვალებზე ტუში და ძალიან ცოტა ბრონზერი დავიტანეთ“.

მსახიობისა და მისი მეიქაფ არტისტის შთაგონების წყარო ლეგენდარული ფრანგი მსახიობი და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯოზეფინა ბეიკერი და მისი უკვდავი სტილი გახდა. ჯოზეფინა გახლდათ პირველი ფერადკანიანი მსახიობი, რომელიც კინოეკრანებზე გამოჩნდა. 1927 წელს ბეიკერმა მონაწილეობა მიიღო მარიო ნალპას უხმო ფილმ Siren of the Tropics-ში.

ზევით