#მოდა #ცნობილები

საუკეთესოდ ჩაცმული ცნობილები BAFTA-ს 74-ე დაჯილდოების ცერემონიაზე

გაზიარება:

დიდ ბრიტანეთში, Royal Albert Hall-ში BAFTA-ს რიგით 74-ე დაჯილდოების ცერემონიამ დიდი წარმატებით ჩაიარა, ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ, 2020 და ადრეული 2021 წლის საუკეთესო კინონაწარმები და მსახიობები გამოავლინა, ნახევრად ვირტუალურმა წითელმა ხალიჩამ კი საუკეთესოდ ჩაცმული ცნობილები წარგვიდგინა, რომელთა შორისაც რენე ზელვეგერი, ფიბი დივენორი და ვანესა კირბი აღმოჩნდნენ.

რენე ზელვეგერი

რენემ Atelier Versace-ს ვერცხლისფერ კაბას, nude ფეხსაცმელები შეუხამა.

გუგუ მბატა-როუ

მსახიობი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე Louis Vuitton-ის კაბით გამოჩნდა.

ტომ ჰიდელსტონი

ტომი წითელ ხალიჩაზე Ralph Lauren-ის სამოსით გამოჩნდა.

როუზ ბრაინი

როუზმა თანამედროვე სტილის შავი ორეული მოირგო: ორგანყოფილებიანი კოსტუმი მოკლე მოსაცმლით.

ფიბი დივენორი

Bridgerton-ის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Louis Vuitton-ის ცალმხრიანი შავი კაბით გამოჩნდა.

პედრო პასკალი

პედრო BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე Prada-ს სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა.

სინტია ერვინო

კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც Louis Vuitton-ის კაბით წარსდგა წითელ ხალიჩაზე სინტია ერვინო გახლდათ.

მარია ბაკალოვა

მარიას პრინცესული მომენტი Armani Privé-ს ზღაპრულ კაბაში.

პრიანკა ჩოპრა

პრიანკამ ერთდროულად ორი ლუქი შემოგვთავაზა, ერთი ვირტუალური Ronald van der Kemp-ის სამოსში, მეორე კი უშუალოდ წითელ ხალიჩაზე.

ვანესა კირბ

უმშვენიერესმა ვანესამ Atelier Versace-ის, ფეხზე ღრმა ჭრილის კაბით გაიბრწყინა.

ლესლი ოდომ ჯუნიორი

ლესლიმ ვირტუალური წითელი ხალიჩისთვის Versace-ს სამოსი მოირგო.

კოსარ ალი

მსახიობმა Alexander McQueen-ის სრულად თეთრი ლუქი მოირგო.

ნიამბ ალგარი

მსახიობმა სახლურ გარემოში იპოზიორა და Valentino-ს ულამაზესი კაბაც მოირგო.

ბაკი ბაკრეი

მსახიობს აცვია Prada-ს  უნაზესი აბრეშუმის კაბა.

ზევით