#ცნობილები #სამეფო ოჯახი #კინო

ახალი როლი: მეგან მარკლი Netflix-ის მულტსერიალის პროდიუსერად მოგვევლინება

გაზიარება:

სასექსის ჰერცოგინია გაჩერებას არ აპირებს, საბავშვო წიგნის გამოშვების შემდეგ მეგან მარკლი ბედს კინოსამყაროში ცდის და ყოფილი მსახიობი ამჯერად ანიმაციური სერიალის პროდიუსერად მოგვევლინება. სიახლე, Archewell-ის პრეს სამსახურმა გაავრცელა და მეგანის ცხოვრებაში ახალი როლის შესახებ დამატებითი ინფორმაციაც მოგვაწოდა.

მეგან მარკლი მრავალსერიანი ანიმაციური ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერის პოზიციას დაიკავებს, მულტფილმი სახელწოდებით "პერლი" 12 წლის გოგონას თავგადასავლების შესახებ გვიამბობს და Netflix-ის სტრიმინგ პლატფორმაზე გამოჩნდება.

თანატოლების მსგავსად, ჩვენი მთავარი გმირი პერლი, თვითგამორკვევას და ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვას ცდილობს. მოხარული ვარ, რომ  Archewell ისეთ პლატფორმასთან ერთად ითანამშრომლებს, როგორიც Netflix-ია - განაცხადა მეგანმა.

ანიმაციური სერიალის პროდიუსერის მოვალეობას, ელტონ ჯონის მეუღლე დევიდ ფერნიში შეასრულებს, რომელსაც კინოინდუსტრიაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული. დასავლური მედიის ცნობით, მეგანთან ერთად მულტსერიალზე ამანდა რინდა და ემის ჯილდოს მფლობელი რეჟისორი ლიზ გარბუსიც იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლი სულ რამდენიმე კვირის წინ დედა მეორედ გახდა, ის და პრინცი ჰარი გოგონას ლილიბეტ ლილი დიანას მშობლები გახდნენ.

ზევით