ჰარი და მეგანი ლილიბეტ ლილი დიანას მშობლები გახდნენ

გაზიარება:

სასექსის ჰერცოგების ოჯახი ოფიციალურად დიდი ოთხეული გახდა! პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მშობლები მეორედ რამდენიმე დღის წინ გახდნენ, წყვილს, როგორც ეს მათ რამდენიმე თვის წინ გაგვიმხილეს გოგონა შეეძინათ და მისი დაბადება იმაზე ემოციურია ვიდრე წარმოიდგენთ.

მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდებოდა, რომ პრინცი ჰარი გოგონას დიანას დაარქმევდა და ეს ასეც მოხდა, ჰარიმ გარდაცვლილი დედის ხსოვნას პატივი ამ გზით მიაგო, თუმცა მან ოჯახის კიდევ ერთი უხუცესი წევრი, მისი უდიდებულესობა დედოფალიც არ დაივიწყა და ქალიშვილს, ელისაბედის კორონაციამდელი მეტსახელი ლილიბეტი დაარქვა.

ის იმაზე მეტია ვიდრე წარმოვიდგენდით და ჩვენ უღრმეს მადლობას გიხდით ყველას, დედამიწის გარშემო, კეთილი სურვილებისთვის და გულწრფელი მოლოცვისთვის.

ლილიბეტ ლილი დიანა მაუნტბატენ-უინძორი სამყაროს 4 ივნისს მოევლინა, როგორც ჰარისა და მეგანის განცხადებაში ვკითხულობთ, დედა და ქალიშვილი თავს კარგად გრძნობენ და მშობლები იმაზე აღფრთოვანებულები არიან ვიდრე ეს წარმოედგინათ.

არჩი მაუნტბატენ-უინძორი, სასექსების ჰერცოგების პირველი შვილი სამყაროს 2 წლის წინ 2019 წლის 29 მაისს მოევლინა, ზუსტად 2 წლის შემდეგ კი ოჯახი უკვე 4 ბედნიერი წევრისგან შედგება.

ზევით