#სილამაზე

THEDIARY X LA CLINIQUE: Skin Bar - ახალი ნარატივი სილამაზის შესახებ

გაზიარება:

სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი სფეროა, ამიტომ, რთულია ფეხი აუბა იმას, რაც ყოველდღიურად იცვლება. თუმცა... The Diary მკითხველისთვის სანდო, საინტერესო და მრავალფეროვან რუბრიკას LA CLINIQUE-თან ერთად იწყებს, რომელშიც სილამაზის სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურების, ინოვაციური აპარატებისა და პროფესიონალების სასარგებლო რჩევების შესახებ მოგიყვებით.

ბოლო წლების მანძილზე skin care ინდუსტრიის სტატისტიკა სასიამოვნოდ შეიცვალა. ადამიანებმა საკუთარი კანის მოსმენა და მასზე შესაბამისად ზრუნვა დაიწყეს, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ ყოველდღიურ რუტინაში კანის მოვლის ნაწილი საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ამჯერად La Clinique-ის უნიკალურ პროდუქტზე მოგიყვებით, რომელსაც Skin Bar-ის სახელით ვიცნობთ. 

skin bar, სქინ ბარი, ლა კლინიკი, სახის პროცედირა, სახის გაწმენდა, la clinique, ენდოსფერო

თუკი ეძებთ აკნეს სამკურნალო, თუ სახის დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს, ან სულაც კანის სწრაფი განახლება გჭირდებათ, ახალი ნარატივი სილამაზის შესახებ სწორედ თქვენთვის არის შექმნილი.

Skin Bar არაინვაზიური, არაინექციური, დაბერების საწინააღმდეგო მკურნალობაა, რომელიც თვალსაჩინო და ხანგრძლივ შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ იძლევა. ის სახის კანის მოვლის არაკაბინეტურ, ექსპრეს პროცედურებს აერთიანებს, რომლებიც ყველა ტიპის კანზეა მორგებული და ზედაპირული წმენდის, მსუბუქი პილინგის, ნივთიერებათა ცვლის გაძლიერების და ღრმა დატენიანების ეტაპებს მოიცავს.

სალონური პროცედურების მსგავსად, Skin Bar-ში მისულს მხოლოდ სავარძელში მოკალათება გჭირდებათ. La Clinique-ის პროფესიონალები თქვენი კანის ტიპის, ჩივილების, თუ სეზონის მიხედვით სწორ პროცედურებს გირჩევენ. 

სახის მოვლის პროცედურები, skin bar, la clinique, ლა კლინიკი

Skin Bar ისეთ პროცედურებს აერთიანებს, როგორებიცაა ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი ენდოსფეროთერაპია (რომელიც ლიმფური მასაჟის პრინციპით მოქმედებს და საშუალებას გვაძლევს სურვილისამებრ გამოვძერწოთ ჩვენი სხეულისა და სახის ფორმები), ასევე Hydrafacial და დერმაპენის პროცედურა. 

პროცედურების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთიდან 1 საათამდე მერყეობს და ისეთი პრობლემების აღმოსაფხვრელადაა მიმართული, როგორებიცაა კანის ჭარბი ცხიმიანობა, პიგმენტაცია, დეჰიდრატაცია, ასაკობრივი ცვლილებები კანზე და სხვა.რაც მთავარია, Skin Bar-ის უნიკალური პრინციპი დროის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. 

ზევით