სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი სფეროა, ამიტომ, რთულია ფეხი აუბა იმას, რაც ყოველდღიურად იცვლება. თუმცა... The Diary მკითხველისთვის სანდო, საინტერესო და მრავალფეროვან რუბრიკას LA CLINIQUE-თან ერთად იწყებს, რომელშიც სილამაზის სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურების, ინოვაციური აპარატებისა და პროფესიონალების სასარგებლო რჩევების შესახებ მოგიყვებით.
ესთეტიკურ მედიცინაში, კანის მოვლის ათეულობით ახალი პროცედურა ინერგება, თუმცა საყოველთაო პოპულარობის მოპოვებას მხოლოდ საუკეთესოები ახერხებენ.
Beauty ინდუსტრიის სეზონის ჰიტი ამჯერად Hydrafacial გახლავთ.
Hydrafacial - იგივე კანის კომპლექსური, აპარატურული მოვლა, უდავოდ ათწლეულის აღმოჩენაა, რომელზეც ბევრს საუბრობენ, იმდენად ბევრს, რომ მის სახელთან უკვე Dior, Jlo Beauty, Murad და სხვა მეგა ბრენდები იწყებენ თანამშრომლობას.
რა არის Hydrafacial?
დატენიანება ჯანსაღი, მბზინავი კანის საფუძველია. ალბათ ყველამ ვიცით, რომ კანის გამოშრობა და გაღიზიანება დაბერების ნიშნებს ზრდის. Hydrafacial არაინვაზიური, სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის მიზანიც კანის სტრუქტურის აღდგენა და გაბრწყინებაა. Hydrafacial ეფექტურად უმკლავდება ესთეტიკური პრობლემების ფართო სპექტრს, მათ შორის დეჰიდრატირებულ (გამომშრალ) კანს, მცირე ნაოჭებს, პიგმენტაციას (ლაქებს), აკნესა და პოსტ-აკნეს ნაწიბურებს. პროცედურა გამოირჩევა დამატენიანებელი ეფექტით და განკუთვნილია ყველა ტიპის კანის, ასაკისა და სქესისთვის.
"I got the Hydrafacial"
მანამ, სანამ ყველაზე განხილვად პროცედურას ჩავიტარებთ, კანის შეფასება და მგრძნობელობის ტესტის გავლაა საჭირო, რის შედეგადაც სპეციალისტი თქვენს კანსა და საჭიროებებზე მორგებულ სამკურნალო შრატებს შეგირჩიოთ.
Hydrafacial პროცედურის მაგია კი სპეციალურ მოწყობილობაში იმალება, რომელიც ღრმა წმენდისა და კანის მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად ხსნის ფორებს და ვაკუუმის მსგავსად მოქმედებს. ის ასევე ბუსტერში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს კანში უფრო ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს.
რამდენად ეფექტურია პროცედურა?
თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროცედურის შედეგი მასში დაბანდებულ ყოველ თეთრად ღირს. Hydrafacial-ის წყალობით გლუვი და მბზინავი კანის ეფექტის დანახვა სულ მცირე 30 წუთშია შესაძლებელი. მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ კომპლექსური აპარატურული მოვლის ერთი პროცედურაც კი საკმარისია იმისათვის, რომ კანის სტრუქტურა შესამჩნევად გაუმჯობესდეს, თუმცა, თავისთავად, ამ ეფექტის შესანარჩუნებლად, განმეორებითი პროცედურის ჩატარებაა რეკომენდირებული.
Jlo x Hydrafacial
პროცედურის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ Hydrafacial-თან კოლაბორაციების ჩამონათვალში ლეგენდარული ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, ჯენიფერ ლოპესის ბრენდი, JLo Beauty შედის. კოლაბორაციის შედეგი კი ინოვაციური ბუსტერია, რომელიც კანს ამკვრივებს, ატენიანებს და ბზინვარებას სძენს. ჰო, ისეთ ბზივნვარებას, როგორიც თავად ჯენიფერის კანს აქვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ Jlo Beauty-ის შრატი ექსკლუზიურად La Clinique-ს შემოაქვს.
Dior x Hydrafacial
90 წუთიან პროცედურაში გაერთიანებული ფორმულა, რომელიც ფრანგულმა ბრენდმა Hydrafacial-ის შემქმნელებთან ერთად შეიმუშავა, კანის ელასტიურობის აღდგენასა და გაახალგაზრდავებაზეა ორიენტირებული. მეტიც, Dior-მა ინოვაციური პროცედურისთვის საკუთარი აპარატიც კი გამოუშვა.
Biologique Recherche x Hydrafacial
ასევე 90 წუთიან პროცედურას მოიცავს Hydrafacial-ისა და Biologique Recherche-ის MC110, რომელიც ნაზად ასუფთავებს ყველაზე თხელ კანსაც კი. კანის ზედაპირი გლუვდება, ხოლო ნაოჭები და წვრილი ხაზები ქრება.
Murad x Hydrafacial
კიდევ ერთი კოლაბორაცია, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, Hydrafacial-ის და Murad-ის თანამშრომლობაა, რომლის ფარგლებშიც რეტინოლის ბუსტერი, Vita-C ბუსტერი და Clarifying ბუსტერი შეიქმნა.
Omorovicza x Hydrafacial
ცნობილი უნგრული ბრენდისა და Hydrafacial-ის კოლაბორაცია კი კანის განმაახლებელ შრატს მოიცავს. პროდუქტი ვიტამინაბეისა და მინერალების მაღალ კონცენტრირებულ დოზას შეიცავს, რაც კანის გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს.
Omorovicza-ს დაპატენტებული სამკურნალო კონცენტრატი, ბუდაპეშტის თერმული წყალი, რომელიც მდიდარია ბიო-ხელმისაწვდომი მინერალებითა და მიკროელემენტებით, კანს ახალგაზრდულ ბზინვარებას უბრუნებს და დაბერების ნიშნებს ამცირებს. რეტინოლი და ვიტამინი C კი კანის სიმტკიცეს და ელასტიურობას უწყობს ხელს. ჰიალურონის მჟავა და ნიაცინამიდი კანის გლუვ ტექსტურაზე ახდენს ზემოქმედებას. ამინომჟავები და არაბინოგალაქტანი კი ასუფთავებს და კანის გამოცოცხლებასა და განახლებას ეხმარება.
რა უპირატესობებით გამოირჩევა Hydrafacial?
არაინვაზიური პროცედურა შესამჩნევად აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას, აგვარებს ისეთ ინდივიდუალურ პრობლემებს, როგორებიცაა აკნე, წვრილი ნაოჭები და პიგმენტური ლაქები. სხვა ტრადიციული პროცედურებისგან განსხვავებით, Hydrafacial არა ხელით, არამედ მოწყობილობის მეშვეობით ტარდება, რაც ეპიდერმისში უფრო ღრმა შეღწევის და ხანგრძლივი ეფექტის გარანტია. Hydrafacial-ის პროცედურების გაკეთება სახის კანის გარდა სხეულზე, თვალის ირგვლივ კანზე, ტუჩებზე და თავის ქალაზეა შესაძლებელი.
რა ეტაპებისგან შედგება Hydrafacial?
საოცნებო ბზინვარება მხოლოდ 3 ნაბიჯში მიიღწევა. ესენია:
წმენდა: კანის ზედაპირული გასუფთავება პილინგით
ექსტრაქცია: კანის ღრმა გასუფთავება
ჰიდრატაცია - კანის ზედაპირის დატენიანება ინტენსიური, მკვებავი დამატენიანებლით, რომელიც პერსონალიზირებული ინგრედიენტებისგან შედგება.
Hydrafacial-ის პრცედურის გაკეთება, რა თქმა უნდა La Clinique-ში შეგიძლიათ. ესთეტიკის ცენტრში სპეციალურად გადამზადებული პროფესიონალები თქვენი კანისთვის პერსონალური კურსის შერჩევასა და გაახალგაზრდავებაზე Hydrafacial-ის ორიგინალი აპარატითა და მაღალი კლასის პროდუქციით იზრუნებენ.
ოქტომბრის ცა ოცნებებზე და მიზნებზე, ეს შთამაგონებელი დრამაა, რომელიც ჰომერ ჰიკამის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. ახალგაზრდას დასავლეთ ვირჯინიაში, ერთადერთი მომავალი ესახება - მამამისის კვალს გაჰყვეს და ადგილობრივ ქვანახშირის მაღაროში დაიწყოს მუშაობა.
მზის სხივების ქვეშ გატარებულმა ზაფხულის თვეებმა გარუჯული კანით დაგვიტოვა. მზის ზემოქმედება, სითბო და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კანისა და სხეულის მდგომარეობაზე. დღევანდელ სტატიაში პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე იმ პროცედურებს გაგიზიარებთ, რომლებიც ზაფხულის შემდგომ კანისა და სხეულის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
Carolina Herrera-ს ახალი სურნელი მეტია, ვიდრე უბრალოდ სუნამო - ეს არის ოდა მიძღვნილი თანამედროვე ქალისადმი. 18 სექტემბერს ისი პარიმ ქალები დახურულ ვახშამსა და სუნამოს პრეზენტაცია მიიწვია.