#სილამაზე

THEDIARY X LA CLINIQUE: ენდოსფერო-თერაპიის მაგიური ეფექტი

გაზიარება:

სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი სფეროა, ამიტომ, რთულია ფეხი აუბა იმას, რაც ყოველდღიურად იცვლება. თუმცა... The Diary მკითხველისთვის სანდო, საინტერესო და მრავალფეროვან რუბრიკას LA CLINIQUE-თან ერთად იწყებს, რომელშიც სილამაზის სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურების, ინოვაციური აპარატებისა და პროფესიონალების სასარგებლო რჩევების შესახებ მოგიყვებით.

ენდოსფერო, endospheres, თერალია, ლიმფო დრენაჟი, გასახდომი პროცედურა

დღეს, ჩვენი რუბრიკის ფარგლებში, აპარატულ კოსმეტოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროცედურის ენდოსფერო-თერაპიის შესახებ გიამბობთ. ენდოსფერო სრულად ინოვაციური, არაინვაზიური თერაპიაა, რომელიც ლიმფური მასაჟის პრინციპით მოქმედებს და საშუალებას გვაძლევს სურვილისამებრ გამოვძერწოთ ჩვენი სხეულისა და სახის ფორმები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ენდოსფეროს თერაპია ასევე სამედიცინო დანიშნულებით, ვარიკოზის დროს და სარეაბილიტაციო მიზნითაც ტარდება.

"შესაძლოა გადაჭარბებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ენდოსფეროს თერაპია თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის" - Vanity Fair

ცნობილი გამოცემის - Vanity Fair-ის სტატიის მიხედვით, ენდოსფერო სეზონის საუკეთესო პროცედურაა, რომელიც ექსტრაორდინალურ შედეგს იძლევა. 

ენდოსფერო პირველ რიგში, ჯანმრთელობაა და შემდეგ ის შედეგი, რასაც საკუთარი თვალით რამდენიმე პროცედურაში ხედავთ!

ენდოსფერო, ლა კლინიკი, გასახდომი პროცედურა, არა ინვაზიური, ლიმფო დრენაჟი

ოქროს სტანდარტად მიჩნეული პროცედურა კლინიკურად შემოწმებული, 100%-ით არაინვაზიური და რაც ყველაზე მთავარია, ეფექტური საშუალებაა, რომელიც იტალიში შეიქმნა. რამდენიმე ცნობილი უნივერსიტეტისა და სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკურმა ტესტირებებმა გამოავლინა გარანტირებული და გრძელვადიანი შედეგი, რომელიც თერაპიით მკურნალობას ახლავს თან.

ენდოსფერო ერთი მხრივ სხეულის კორექციას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი პრობლემების ფართო სპექტრს უმკლავდება. 

ენდოსფერო-თერაპიის ეგრეთ წოდებული მაგიური ჯოხი, მისი ინოვაციური აპარატია, რომელიც კომპრესიული მიკროვიბრაციის მეთოდით მუშაობს. აპარატის თავაკში მოთავსებული ათეულობით მბრუნავი როლი, წარმოქმნის დაბალი სიხშირის მექანიკურ ვიბრაციას, რაც ეფექტურია ისეთ ნაკლოვანებებთან ბრძოლის დროს, როგორებიცაა:

• ცელულიტი
• ჩამჯდარი ცხიმი 
• მოშვებული კანი
• აჩერებს მთელს სხეულზე დაბერების პროცესს
• აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
• ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას
• აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას

გამომდინარე იქიდან, რომ ენდოსფერო არა ინვაზიურია, პროცედურებს შორის მხოლოდ 48 საათიანი შუალედის დაჭერაა საჭირო, შესაბამისად მისი გამეორება კვირაში რამდენჯერმეა შესაძლებელი, რაც სასურველი შედეგის მიღწევას აჩქარებს. 

ენდოსფერო, ტანზე, ტანის ლიმფო დრენაჟი, ტანის გასახდომი პროცედურა, ლა კლინიკი

სხეული

ინოვაციური, კომპრესიული მიკროვიბრაციის მეთოდი, რომელიც ენდოსფეროებში გამოიყენება, სრული სხეულის მკურნალობის უახლესი გზაა, რომელიც ტანის ძირითადი უბნების მიზანმიმართული მკურნალობის საშუალებას იძლევა.  პროცედურები ეფექტურია მთელ სხეულზე, შუბლიდან ფეხებამდე და ცელულიტით დაწყებული, ფორმების გამოძერწვით დამთავრებული, ეხება ყველაფერს.  

ენდოსფერო, სახე, სახის პროცედურა

სახე

ენდოსფერო მკურნალობის სამ ფაზას მოიცავს, რომლებიც ერთობლივად მუშაობს სახის სრულ გაახალგაზრდავებაზე. მკურნალობა აღწევს კანვეშ და კანის დატენიანებაზე, ელასტიურობასა და ფორმაზე მოქმედებს. სახის ზედაპირზე კი კანის შეფერილობა ღიავდება. პროცედურა ებრძვის მუქი ლაქებს და ამცირებს თვალის გარშემო წრეებს. მკურნალობა მყისიერად მოქმედებს სახის ნაზ ქსოვილზე. ის აჩქარებს კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას გამოფიტული სახის კანის აღდგენის მიზნით და მას პირვანდელ ბზინვარებას უბრუნებს.

ცხოვრების წესისა და გარემო ფაქტორებით გამოწვეული ნაოჭების არსებობის შემთსვევაში, ენდოსფეროები ხელს უწყობს ეპიდერმისისა და სახის ქსოვილების რემოდელირებას. 

შედეგად სახეზე დაბერების საწინააღმდეგო ეფექტს ვიღებთ, რაც განაახლებს სახის კანს, ატენიანებს და ანათებს მის ზედაპირს. 

თერაპიულ მიდგომას სახის კუნთები ტონუსში მოჰყავს, რაც თავისთავად კანის გარდა, კლიენტის ჯანმრთელობაზეც აისახება. ენდოსფეროს პროცედურა კანის სიღრმეებში აღწევს და კუნთოვანი ქსოვილის სტიმულირებით სახეს უფრო აწეულ, ნათელ და ჯანსაღ ელფერს აძლევს. 

ტუჩები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენდოსფერო ანელებს კუნთების მოდუნების პროცესს, რაც თავისთავად გარანტიაა იმისა, რომ ტუჩები (და ლოყები) პირვანდელ ფორმას ინარჩუნებს და მუდმივად ტონუსში რჩება. 

ენდოსფერო-თერაპია არა ზონალურად, არამედ მთლიან სხეულზე კეთდება, პრობლემური ზონები კი უშუალოდ მოდელირების დროს მუშავდება; შედეგი მიიღება სისხლის მიმოქცევის და ლიმფოდრენაჟის ხარჯზე. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, რეკომენდირებული მინიმალური კურსი 6, მაქსიმუმ კი 18 პროცედურისგან უნდა შედგებოდეს, რომელიც  ყოველ მეორე, ან მესამე დღეს ტარდება. 

ზევით