რატომ ასოცირდება ბუნება დასვენებასთან?

სიყვარული

გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ არის ბუნებასთან შეხება ასეთი სასიამოვნო? რატომ ასოცირდება შინაგანი სიმშვიდე და სიწყნარე ბუნებასთან და მის სუნთან? რატომ გვიბიძგებს ორგანიზმი სიმწვანისკენ ყოველთვის როდესაც ვიღლებით?

დიახ, თითოეულ ჩვენგანს გამოგვიცდია ყველა ჩამოთვლილი შეგრძნება და ამას თავისი მიზეზი აქვს. თანამედროვე ცხოვრებამ „კომფორტის“ შექმნასთან ერთად მოგვაშორა მიწას, დედამიწის ზედაპირს, საიდანაც უნდა ვიღებდეთ ენერგიას. 

დედამიწის ზედაპირთან სხეულის ნაწილების უშუალო შეხება იწვევს სტრესის ჰორმონის ორგანიზმიდან გამოთავისუფლებას, ბიოლოგიური საათის დარეგულირებას და ტკივილის შემცირებას.

რამდენიმე კვლევის შედეგად, ადამიანები, რომლებიც 8 კვირის განმავლობაში იძინებდნენ მიწაზე (სპეციალურ გამტარ მატრასზე) კვლევის შემდეგ აღუდგათ კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დღეღამური ნორმალური სეკრეცია და გამოუსწორდათ ძილი, მათ აღარ აღენიშნებოდათ შფოთვა, დეპრესიის ნიშნები და დილის უენერგიობა (PubMed). სხვებს მნიშვნელოვნად  შეუმცირდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა უძილობა, რეუმატოიდული ართრიტით გამოწვეული ტკივილი, პრე-მენსტრუალური სინდრომი და  მაღალი წნევა (ESD Journal, 2000). ხოლო ისინი ვინც 28 წუთის განმავლობაში დააყენეს მიწაზე ფეხშიშველი შეუმცირდათ ზოგადი დაძაბულობა და სტრესის დონე (groundology.es). 

ამ ყველაფრის მიზეზი კი მიწიდან წამოსული თავისუფალი, მობილური, მუდმივად განახლებადი ელექტრონებია. დედამიწის ზედაპირის უარყოფითი პოტენციალი,ადამიანის ორგანიზმთან უშუალო შეხებისას სხეულის ბიოელექტრულ გარემოს ქმნის სტაბილურს.

დედამიწიდან წამოსული ელექტრონები დაგიცავთ სიმსივნის წარმოქმნისაგან

თანამედროვე სამყაროში არსებობს ბევრი სტრესორი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესისას წარმოქმნის რეაქტიულ ჟანგბადს. რეაქტიული ჟანგბადი კი ხდება სიმსივნური წარმონაქმნების მიზეზი. დედამიწიდან წამოსული თავისუფალი ელექტრონები ბოჭავს რეაქტიულ ჟანგბადს ორგანიზმში, რითაც იცავს ორგანიზმს სიმსივნური წარმონაქმნების გაჩენისაგან. ასევე, თავისუფალი რადიკალების შებოჭვის გზით,ამცირებს ანთებითი პროცესების განვითარების რისკს. ანთებითი პროცესები წარმოადგენს საფუძველს ყველა არაგადამდები ქრონიკული დაავადების განვითარებისა, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი და სხვ.

სწორედ ამიტომ „გვთხოვს" სხეული შევეხოთ ბუნებას. დროა ჩავუღრმავდეთ ჩვენს ორგანიზმს, კარგად მოვუსმინოთ და გავიგოთ რაზე „გვესაუბრება“. ხშირად, მან ჩვენზე კარგად იცის თუ რა გვჭირდება.

სალზამთრო

ზევით