რა როლი აქვს ხილსა და ბოსტნეულს ორგანიზმის გაახალგაზრდავების პროცესში

მითი არ არის, ფაქტია, რომ ხილი და ბოსტნეული კარგია ჯანმრთელობისთვის! ამის შესახებ არაერთი კვლევა არსებობს და ხშირად შეხვდებოდით, როგორც სამეცნიერო, ისე არასამეცნიერო სტატიას სხვადასხვა მცენარის ანტისიმსივნურ, დიაბეტის და გულის დაავადების სამკურნალო თვისების შესახებ. სალზამთრო მცენარეული პროდუქტების რაციონში აქტიურად დამატებას გვირჩევს და საინეტრესო სტატის გვთავაზობს ანტიოქსიდანტებით მდიდარ პროდუქტებზე. 

ჯანსაღი კვება

მცენარეული პროდუქტი შეიცავს მოლეკულებს, სახელად ანტიოქსიდანტებს, რომელიც უერთდება და ორგანიზმიდან გამოაძევებს სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიზეზს, სახელად თავისუფალ რადიკალებს.  

თავისუფალი რადიკალები განსაზღვრული რაოდენობით ორგანიზმისთვის აუცილებელია და გააჩნია ბევრი ფუნქცია. მაგალითად, იმუნური უჯრედები სწორედ მათი მეშვეობით ებრძვის ინფექციას. 

თუმცა, როდესაც იზრდება თავისუფალი რადიკალების რაოდენობა, ირღვევა ბალანსი და  ვითარდება მდგომარეობა სახელად - ოქსიდაციური სტრესი. ეს პროცესი, გახანგრძლივებისას, იწვევს დნმ-ის და სხვადასხვა აუცილებელი მოლეკულების სიკვდილს. შესაძლოა უჯრედის სიკვდილიც გამოიწვიოს. სწორედ დნმ-ის დაზიანება იწვევს სიმსივნის წარმოქმნას და ფიქრობენ რომ დაბერების განმსაზღვრელი მიზეზიცაა.

არსებობს ფაქტორები, რომელიც დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალების წარმოქნას იწვევს:

• ალკოჰოლი,

• ტოქსინები,

• მოწევა,

• ჰაერის დაბინძურება,

• რადიაცია (დიდი ხნით მზეზე წოლაც),

• სისხლში შაქრის მაღალი დონე,

• ცხოველური ცხიმების დიდი რაოდენობით მიღება (პოლიუჯერი ცხიმები),

• სხვადასხვა ინფექციები,

• რკინის, მაგნიუმის, სპილენძის და თუთიის ჭარბი მიღება (დანამატის სახით),

• ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა ჟანგბადის არსებობა ორგანიზმში,

• ინტენსიური ვარჯიში,

• რაციონში ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტის არარსებობა.

საბედნიეროდ არსებობს ანტიოქსიდანტები, ნივთიერებები, რომელიც ბოჭავს ზედმეტ თავისუფალ რადიკალს და ამით აბალანსებს მათ რაოდენობას ორგანიზმში. აუცილებლობიდან გამომდინარე, მათ ორგანიზმიც წარმოქმნის, მაგალითად გლუტათიონი.

ასევე, არსებობს შეუცვლელი ანტიოქსიდანტები, მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და სასიცოცხლოდ აუცილებელია მივიღოთ საკვები პროდუქტიდან, მაგალითად C და E ვიტამინი.

არსებობს ასევე არა-შეუცვლელი ანტიოქსიდანტები, რომელიც აუცილებლობას ორგანიზმისთვის არ წარმოადგენს, ისინი ბოჭავენ  ზედმეტ თავისუფალ რადიკალებს და ამით იცავენ ორგანიზმს.

სწორედ მცენარეული წარმოშობის პროდუქტი: ხილი, ბოსტნეული, სხვადასხვა მარცვლეული, თხილეული; დაუმუშავებელი, არა-რაფინირებული საკვები წარმოადგენს ამ ნივთიერებების  მდიდარ წყაროს. 

ანტიოქსიდანტებით ყველაზე მდიდარი 10 პროდუქტი:

• შავი შოკოლადი

• მოცვი

• მარწყვი

• გოჯი

• ჟოლო

• კეილი

• წითელი კომბოსტო

• ლობიო

• ჭარხალი

• ისპანახი

მივიღოთ თუ არა ანტიოქსიდანტები დანამატის სახით?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიოქსიდანტებით ზედოზირებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება - მდგომარეობა სახელად ოქსიდაციური პარადოქსი.

დანამატის სახით ანტიოქსიდანტების ოპტიმალური რაოდენობის მიღებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით გრძელდება კვლევები.

უმჯობესია ეს ნივთიერებები მივიღოთ საკვებიდან. ასე, თავიდან ავიცილებთ ზედოზირებას. რაციონი კი გახდება უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და ჯანმრთელი.

ზევით