5 ეფექტური პროდუქტი, რომელიც ორგანიზმის  გაწმენდაში დაგეხმარებათ

ორგანიზმის წმენდა პროცესია, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რაც ჯანსაღ კვებას, სუფთა წყლის მიღებას, სუფთა ჰაერზე ყოფნას, ვარჯიშსა და სწორ დასვენებას მოიცავს. არ არსებობს ამ ჩამონათვალის შემცვლელი ერთეული და უნიკალური პროდუქტი, თუმცა არის რიგი პროდუქტები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად ეხმარება ორგანიზმს გაწმენდის პროცესში.

სალზამთრო  ჯადოსნური მცენარეების სიას გვთავაზობს, რომლებსაც ჯანმრთელ პროდუქტთა სიაში შეხვდებით.

ალფალფა

ალფალფა

ალფალფა შეიცავს B ვიტამინის სრულ სპექტრს, ასევე ორგანიზმისათვის მნიშვნელოვან მინერალებს-ბიოტინს, კალციუმს, ფოლიუმის მჟავას, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს და ბევრ სხვა მინერალს. ალფალფას რეგულარული მიღებით ნაწლავიდან დაგროვილი ტოქსინების გამოდევნაა შესაძლებელი. ასევე არის დიურეტიკი და ხშირად გამოიყენება ორგანიზმში წყლის შეკავების, საშარდე სისტემის ინფექციების და ართრიტის სხვადასხვა ფორმის დროს. ალფალფას ასევე სახსრებში ლოკალიზებული შარდმჟავას კრისტალების დაშლის უნარი აქვს.

ქერის ბალახი 

ქერის ბალახი

ქერის ბალახი ერთ-ერთი ცნობილი „სუპერფუდია“, რომელიც აუმჯობესებს კლების პროცესს და აძლიერებს იმუნიტეტს. მის შემადგენლობაში ვხვდებით A, C, K ვიტამინს, რომლებიც ასტიმულირებენ უჯრედების განახლებას, აუმჯობესებენ გულის, ძვლის, სისხლისა და კანის ჯანმრთელობას. ქერის ბალახი ასევე  მდიდარია ანტიოქსიდანტებით, პოლიფენოლებით და ფლავონოიდებით, ისინი ებრძვიან სისმსივნურ წარმონაქმნებს. შესაძლოა ქერის ბალახი შეიცავდეს გლუტენს, რაც გასათვალისწინებელია მათთვის, ვინსაც გლუტენის აუტანლობა აქვს. 

ქლორელა

chlorella

ქლორელა ერთუჯრედიანი წყალმცენარეა, რომელიც უმდიდრესია ქლოროფილით. ქლოროფილი, სხვა უამრავ ნუტრიენტთან ერთად, ჟანგბადის მატარებელია, რაც ქმნის იდეალურ გარემოს უჯრედების, ორგანოების სიჯანსაღისთვის და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენისთვის. ასეთი გარემო განსაკუთრებით კარგია ტვინისთვის, რომელიც ორგანიზმის ჟანგბადის 25%-ს იყენებს. ქლორელას სარგებელს შორისაა: ნერვული ქსოვილების აღდგენა, იმუნიტეტის გაძლიერება, შაქრის დონისა და სისხლის წნევის დარეგულირება, ასევე, ნაწლავებში შესაბამის გარემოს ქმნის მეგობარი ბაქტერიების მოსამრავლებლად...

სპირულინა

სპირულინა

სპირულინა ხშირადაა მიჩნეული როგორც ყველაზე სრულფასოვანი პროდუქტი ნუტრიენტების შემცველობის მხრივ.  შემადგენლობაში ვხვდებით ცილებს, რთულ ნახშირწყლებს, რკინას, ვიტამინებს A, K B-კომპლექსს. სპირულინა  მდიდარია ანტიოქსიდანტებით: ბეტა კაროტენი და ყვითელი ქსანტოფილი. ასევე შეიცავს მნიშვნელოვან მინერალებს: მანგანუმს, თუთიას, სპილენძს, სელენს და ქრომს. ეს შემადგენლობა მთლიანობაში ებრძვის ჰაერის დაბინძურების, გამოსხივების, ტრამვის, სტრესის და ცუდი კვების შედეგად წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს. ამ უკანასკნელის მოცილების შემდეგ, კი სპირულინა ეხმარებიან იმუნურ სისტემას ებრძოლოს სიმსივნურ წარმონაქმნებს და უჯრედთა დეგენერაციას.

ჯეჯილი
ჯეჯილი

ჯეჯილი ორგანიზმისთვის აუცილებელ ბევრ ნუტრიენტს შეიცავს, განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით: A,C,E  და მინერალებით: რკინა, მაგნიუმი, კალციუმი. ასევე, შეიცავს ცილებს. ისევე როგორც ყველა სხვა მწვანე ბალახი, ჯეჯილიც მდიდარია ქლოროფილით და ანტიოქსიდანტებით. მისი შემადგენლობა ეფექტურია გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ებრძვის სიმსივნის წარმომქმნელ უჯრედებს, ანთებას, აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს და ეხმარება წონის კლების პროცესს.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროდუქტი ქლოროფილის მდიდარი წყაროა, რომელსაც მრავალი დადებითი თვისების გამო, ორგანიზმის შიდამოხმარების დეოდორანტსაც უწოდებენ. ის აქრობს არასასიამოვნო სუნს, ასუფთავებს ნაწლავებს და აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე, უწყობს ხელს სისხლში რკინის დონის გაზრდას.

დღეს წარმოდგენილი ყველა პროდუქტი არსებობს როგორც ბალახის, ისე ფხვნილის და ტაბლეტების სახით. თუმცა, გირჩევთ ორგანული პროდუქტების სახით შეიძინოთ, რათა დარწმუნებული იყოთ მათ უსაფრთხოებაში და შემადგენლობის სიმდიდრეში.

ზევით