დონალდ ტრამპის ისტორიული ვერდიქტი
#პოლიტიკაისტორიული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პირველი ექსპრეზიდენტი, რომელიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ 34-ვე ბრალდებაში ცნეს.
ისტორიული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პირველი ექსპრეზიდენტი, რომელიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ 34-ვე ბრალდებაში ცნეს.
შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ კლაუდია შეინბაუმის შესახებ, თუმცა დღეიდან მის სახელს არაერთხელ მოისმენთ. არჩევნებში 58%-იანი შედეგით დღეს კლაუდია შეინბაუმმა ისტორია დაწერა და მექსიკის რესპუბლიკის 200 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაც უკვე ყველამ კარგად ვიცით - ქალების ადგილი არის ყველგან.
ზუსტად 106 წლის წინ, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გარეთ მყოფ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოუცხადა. 26 მაისს, საქართველოს კუთვნილი და მრავალჯერ წართმეული თავისუფალი მომავალი გადაწყდა, ქართველმა ერმა აქაფებული, შეუჩერებელი თერგივით დინება დაიწყო.
ხელოვნებისა და პოლიტიკის გამიჯვნა უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. დღეს, 2024 წლის ორ გამორჩეულ რეჟისორზე მოგიყვეთ, რომელთა შემოქმედებაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს გამოძახილს წარმოადგენს.
ნიო-იორკსა და დუბლინში პორტალი გამოჩნდა. ეს უახლესი ტექნოლოგია მსოფლიოს ორი ქალაქის მოქალაქეებს, რეალურ დროში აკავშირებს. მისი შემქმნელის, ლიეტუველი მხატვრის აზრით, საქმე მომავლის გამოგონებასთან გვაქვს და მალე პორტალი სხვა დიდ ქალაქებშიც გაიჭრება.
დიზაინისა და არქიტექტურის კვირეული 15 მაისს დაიწყო და 18 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. The Diary-ის რედაქცია კვირეულის დამფუძნებელს, მარიამ ბოჭორიშვილს გაესაუბრა და ის უკეთ მოგვიყვება ამ ღონისძიების დეტალებსა და შემქმნელების დასახულ მიზნებზე.
ბოლო დღეების მანძილზე, მედია სამყარო გაღმა ნაპირიდან მოსულმა ბრჭყვიალა სიახლეებმა მოიცვა. მათ შორის, TheDiary-ის რედაქციამ Met Gala 2024-ის მთავარი აქცენტები მიმოიხილა. თუმცა, როცა ნიუ-იორკში, ცნობილი ადამიანების მილიონობით დოლარად შეფასებული კაბებითა და კოსტიუმებით, მეტროპოლიტენ მუზეუმის კიბეებზე პოზირების პარალელურად, სამყაროს მეორე მხარეს, ადამიანები ბომბებისგან თავშესაფარს ეძებდნენ.
IAWO - არასტანდარტული სიმღერა, უნიკალური ტექსტითა და მუსიკით, საერთო საქმის სიყვარულით გაერთიანებულმა გუნდმა შექმნა. ბოლო დღეებია LIO with ILA-ს მუსიკა თავისუფლებისთვის მერძოლი ხალხის ჰიმნად გადაიქცა. დღეს, The Diary-ის რედაქცია მუსიკალური პროექტის არტ-მენეჯერთან, თამარა ჯაჭვლიანთან, ინტერვიუს გთავაზობთ.
“ჩემს სოციალურ მედიაში მოიმატა აგრესიული ბოტების კომენტარები. ამ ბოტების ყველაზე დიდი ნაწილი ჩემს ეროვნებას დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს.” - ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში თავის სათქმელს გვიზიარებს. ეს პირადი ამბავი, რეალურად საქართველოში არსებული პრობლემის შეხსენებაცაა, რაზეც საუბარი არასდროს უნდა შევწვიტოთ.
სოციალური, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, მხატვრები და მოდის დიზაინერები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ თავიანთ ხელობას, როგორც სოციალური პროტესტისა და აქტივიზმის საშუალებას. ყოველდღიური ჩაცმულობა ბევრმა ადამიანმა ხელოვნებად აქცია, თვითგამოხატვის მთავარ საშუალებად.