ჯუდ ლოუ ვლადიმერ პუტინის როლში გამოჩნდება
#კინოჯუდ ლოუ ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს ფრანგი რეჟისორის ოლივიე ასაიასის პოლიტიკურ ტრილერში The Wizard of the Kremlin. ფილმი ეფუძნება ჯულიანო და ემპოლის ბესტსელერს და პოსტსაბჭოთა ქაოსის, პუტინის აღზევებისა და პროპაგანდის თემებზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი, ვადიმ ბარანოვი, პუტინის მრჩეველია, რომელიც სიმართლეს ომს უცხადებს. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ის უკვე ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პროექტად ითვლება.