#კულტურა #მოდა

2025 წლის MET Gala-ს მთავარი თემა ცნობილია

გაზიარება:

ყველაზე ვარსკვლავური მოდური მოვლენის მთავარი თემა ცნობილია. 2025 წლის MET Gala 5 მაისს, ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება, ხოლო ღონისძიების მთავარი თემა ამჯერად "Superfine: Tailoring Black Style" იქნება, რომელიც შავკანიანი მამაკაცების მოდის მნიშვნელობას და შავკანიანი იდენტობის ფორმირებაში მის როლს შეისწავლის.

მეტ გალა 2025, met gala 2025, theme, თემა, tailored black style, მეტროპოლიტენის მუზეუმი
ფოტო: REX

მეტ გალა მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა, რომელიც ყოველ წელს ხელოვნებისა და მოდის სამყაროს ვარსკვლავებს აერთიანებს.

შავკანიანი კულტურის აღიარება და მისი ხელოვნებისა და მოდის სამყაროზე გავლენა, დღევანდელ საზოგადოებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება.

met gala, 2025, მეტ გალა, წითელი ხალიჩა, ანა ვინტური, ფარელ უილიამსი, თემა, tailoring black style
ფოტო: WireImage

2018 წელს მეტ გალას თემა "Heavenly Bodies: Fashion and the Catholic Imagination" შავკანიანი დიზაინერების გავლენასაც მოიცავდა, მაგრამ ამჯერად, შავკანიანთა შემოქმედება MET Gala-ს კონცეფციის ბირთვი გახდება. მოდის და ხელოვნების სამყაროში, ამ თემის განსახილველად, ექსპოზიციაში შავკანიანი კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტები იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიცია ტანსაცმელს, ნახატებს, ფოტოებს და სხვა ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც შავკანიანი დენდიზმის ისტორიისა და მისი გავლენის შესწავლას მოიცავს.

მეტ გალა, 2025, მოდური მოვლენა, მოდა, წითელი ხალიჩა, ჰოლივუდი, ანა ვინტური, ფარელ უილიამსი
ფოტო: WireImage

მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად, მეტ გალას ორგანიზებაში მოდის, სპორტისა და გართობის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები ერთვებიან. წელს, ანა ვინტურთან ერთად, მეტ გალას თავმჯდომარეები კოლმან დომინგო, ლუის ჰამილტონი, A$AP Rocky და ფარელ უილიამსი იქნებიან.

ცნობილი კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი კი საპატიო თანათავმჯდომარის როლს მოირგებს.

მეტ გალა, ლებრონ ჯეიმსი, ანა ვინტური, anna wintoure, lebron james, მეტ გალა
ფოტო: WireImage

მოსაწვევების თემა კი "Tailored for You" გახლავთ, რაც საკუთარი სტილის პერსონალურად მორგებული სილუეტებით გამოხატვას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების თემა გალამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება ცნობილი, “დავალების” სრული სიზუსტით შესრულებას ბევრი სტუმარი ვერ ახერხებს. ესეც თავისებური გამოწვევაა. საბოლოოდ, დიზაინერებთან, მოდის სახლებთან და სტილისტებთან ერთად რამდენიმე კვირიანი სამზადისის შედეგს, პუბლიკა და პრესა მეტ გალას წითელ ხალიჩაზე აფასებს.

ზევით