NAIL BAR #1-ის განახლებული სივრცე, სიახლეები და ინოვაციები

ჩვენი მკითხველი თბილისში წამყვან და ქართულ ბაზარზე პირველ Nail Bar-ს კარგად იცნობს. ფრჩხილებსა და თავის მოვლაზე ზრუნვისთვის იდეალური ადგილის შემქმნელი, ალიონა ხოფერია, მუდამ სიახლეების ძიებაშია და განვითარებას არ წყვეტს. სულ ახლახან ვაკის ფილიალში ცვლილებების დრო დადგა, ხოლო ალიონამ ახალი, საინტერესო საქმიანობა წამოიწყო. ბრენდის დამფუძნებელი თავად გვიყვება, რა ძირითადი ცვლილებები განხორციელდა ფილიალის განახლებისას და რა იყო ამ პროცესის მთავარი მიზანი.

Nail Bar #1, ფრჩხილის სალონი, Nail Bar #1 ვაკე, Nail Bar #1 ვერა, Nail Bar #1 საბურთალო, პირველი Nail Bar-ი, ალიონა ხოფერია

ალიონა: „ჩვენი სიახლე მხოლოდ ვიზუალური ცვლილებით არ შემოიფარგლება – შევქმენით სრულიად ახალი სივრცე, რომელიც სავსეა სტილითა და კომფორტით. განვაახლეთ ფერები და განათება, რათა უფრო სასიამოვნო და მყუდრო გარემო შეგვექმნა. უკვე ვიღებთ დადებით გამოხმაურებებს მომხმარებლებისგან, რომლებიც აღნიშნავენ, თუ როგორ გააუმჯობესა ცვლილებებმა სალონის ატმოსფერო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსაცდელ ზონას – ახლა ის უფრო კომფორტული და ფართოა, ხოლო პედიკიურის კუთხე იზოლირებული და თანამედროვე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თითოეულ სტუმარს თავი განსაკუთრებულად ეგრძნო. მობრძანდით და თავად დარწმუნდებით ამაში“.

ინოვაციური სერვისები

Nail Bar-ში მუდმივად ცდილობენ სიახლეების დანერგვას, რათა მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ. ვაკის განახლებული ფილიალში სტუმრებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ იაპონური მანიკიურით, რომელიც იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჯანსაღი ფრჩხილები სურს. ასევე დაემატა პრემიუმ ხარისხის გელ-ლაქების ახალი პალიტრა, რომელიც გამოირჩევა მდგრადობითა და უსაფრთხოებით.

Nail Bar #1, ფრჩხილის სალონი, Nail Bar #1 ვაკე, პირველი NAIL BAR-ი,

ალიონა: „გარდა ამისა, განვაახლეთ გელ-ლაქების პალიტრა, დავამატეთ პრემიუმ ხარისხის ფერები, რადგან ჩვენი მომხმარებლები ხარისხსა და უსაფრთხოებას აფასებენ. თუ გსურთ რაიმე განსაკუთრებული სცადოთ, მობრძანდით, ჩვენთან გაიკეთებთ არა მხოლოდ ელეგანტურ, არამედ მაქსიმალურად ჯანსაღ და უსაფრთხო მანიკიურს“.

მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა

სალონის განახლებამ არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ სერვისის კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა. ალიონასთვის მთავარი მიზანი მომხმარებლების კომფორტზე, მოთხოვნილებებსა და ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ორიენტირებაა. ახალი სერვისები და გაუმჯობესებული გარემო სტუმრებისთვის იმ გამოცდილებას ქმნის, რომელიც მათ Nail Bar #1-ის რეგულარულ მომხმარებლად აქცევს.

Nail Bar #1, ფრჩხილის სალონი, Nail Bar #1 ვაკე, Nail Bar #1 ვერა, Nail Bar #1 საბურთალო, პირველი NAIL BAR-ი, ვალენტინობის დღე, valentine's day

ალიონა: „გარდა ამისა, 14 თებერვალსა და 8 მარტს ჩვენი სტუმრებისთვის სიურპრიზები გვაქვს. ეს დღეები იქნება არა მხოლოდ სასიამოვნო მომენტებით, არამედ ექსკლუზიური შეთავაზებებით სავსე, რაც სალონში ვიზიტს დაუვიწყარს გახდის. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი პატარა დეტალები მომხმარებელში დამატებით პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევს და ჩვენს სალონში გატარებულ დროს უფრო განსაკუთრებულს გახდის“.

სამომავლო სტრატეგია

ალიონას თქმით, სამომავლო გეგმებში მომხმარებელთა ლოიალობის კიდევ უფრო გაძლიერება, უნიკალური აქციებისა და კრეატიული სარეკლამო კამპანიების განხორციელება შედის. თუმცა, მთავარი პრიორიტეტი კვლავაც მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა.

Nail Bar #1, ფრჩხილის სალონი, Nail Bar #1 ვაკე, Nail Bar #1 ვერა, Nail Bar #1 საბურთალო, პირველი NAIL BAR-ი, ალიონა ხოფერია

ალიონა: „ჩვენი წარმატების საიდუმლო სწორედ დეტალებისადმი ყურადღებასა და მაღალ სტანდარტებშია. გვჯერა, რომ კრეატიული მიდგომები უმაღლესი დონის მომსახურებასთან კომბინაციაში ჩვენს ბრენდს კიდევ უფრო წარმატებულს გახდის“.

ონლაინ კონტენტი სალონის ბიზნესის მფლობელებისთვის

გარდა ვაკის ფილიალის ვიზუალური და სერვისების კუთხით განახლებისა, ალიონა თავის ახალ წამოწყებაზეც გვესაუბრება. ის აქტიურად ქმნის ონლაინ კონტენტს, რომლის მეშვეობითაც სალონის ბიზნესის მფლობელებს პრაქტიკულ რჩევებს აძლევს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

Nail Bar #1, ფრჩხილის სალონი, Nail Bar #1 ვაკე, Nail Bar #1 ვერა, Nail Bar #1 საბურთალო, პირველი NAIL BAR-ი, ალიონა ხოფერია

ალიონა: „ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ცოდნას გავაზიარებთ, მით უფრო გავიზრდებით პროფესიულად. ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა - ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავება, რომელიც არა მხოლოდ სხვებს, არამედ მეც მეხმარება განვითარებაში“.

სალონის მფლობელების მიერ დაშვებული შეცდომები

ალიონა სალონის ბიზნესის სფეროში მომუშავე ადამიანებს რამდენიმე სასარგებლო რჩევას უზიარებს. მისი თქმით, ყველაზე გავრცელებული შეცდომები ამ ბაზარზე შესვლისას ასე გამოიყურება:

- მცდარი წარმოდგენა, რომ სალონის მართვა მარტივი საქმეა;

- საკუთარი სტრატეგიის შემუშავების გარეშე, ე.წ. „ექსპერტების“ რჩევების ბრმად მიყოლა;

- ზედმეტად ახლო ურთიერთობა პერსონალთან, რაც ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს;

- ფინანსური განათლების ნაკლებობა;

- არაეფექტური მენეჯმენტი, რის გამოც არაპროფესიონალი თანამშრომლები დიდხანს რჩებიან გუნდში.

ალიონა: „ჩემი კონტენტი სწორედ ამ შეცდომების თავიდან აცილებაში დაეხმარება ბიზნესის მფლობელებს - 9-წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული რეალური რჩევებითა და პრაქტიკული მიდგომებით“.

გრძელვადიანი გეგმები

ამ ეტაპზე ალიონა ფოკუსირებულია აუდიტორიის უკუკავშირსა და მათი საჭიროებების უკეთ გაგებაზე.

ალიონა: „ინტერნეტში ბევრ თეორიულ ინფორმაციას შეხვდებით, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება გაცილებით ფასეულია. ამიტომ, გავაგრძელებ იმის გაზიარებას, რაც რეალურად მუშაობს. სამომავლოდ ვგეგმავ კონტენტის გაფართოებასა და გაღრმავებას, რათა ის კიდევ უფრო სასარგებლო და აქტუალური იყოს. მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ მხოლოდ იდეებზე არ ვილაპარაკო, არამედ ისინი რეალურად განვახორციელო. მიხარია, რომ ჩემი კონტენტი საინტერესოა ადამიანებისთვის და მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო სასარგებლო და მოტივაციის მიმცემი გახდება“.

ზევით