ტირამისუს მარტივი რეცეპტი

ტირამისუს რეცეპტი

ეს გემრიელი და წარმოუდგენლად მარტივი ტირამისუს რეცეპტი მზადდება ყავით გაჯერებული ტირამისუს ჩხირებით, მასკარპონეთი და კაკაოს ფხვნილით. არ საჭიროებს გამოცხობას და შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

• ტირამისუს ჩხირები

• 500 გრ. მასკარპონე

• 500 გრ. ნაღები (35 %)

• 5 ცალი კვერცხის გული

• 150 გრ. შაქარი

• ყავა

• ვანილის ექსტრაქტი

• კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი

1. მოამზადეთ ყავა, გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე და სურვილის შემთხვევაში, დაუმატეთ ლიქიორი.

2. კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ, სანამ ღია და მსუბუქი მასა არ მიიღება. ცალკე ათქვიფეთ ნაღები, შემდეგ დაამატეთ მასკარპონე და ნაზად შეურიეთ, რომ კრემი ჰაეროვანი დარჩეს. ბოლოს კი ფრთხილად შეურიეთ წინასწარ ათქვეფილი კვერცხის მასა.

3. მასკარპონეს თითოეული ჩხირი ამოავლეთ ლიქიორიან ყავაში. არ გააჩეროთ, რომ ზედმეტად არ დარბილდეს. თითოეულ ფენას წაუსვით კრემი, ბოლოს კი, ზედაპირზე კაკაოს ფხვნილი მოაფრქვიეთ.

ტირამისუ მაცივარში შედგით რამდენიმე საათით და& გემრიელად მიირთვით!

ზევით