როგორ აცოცხლებს ანიმატორი ცოტნე რუსიშვილი შვილების ფანტაზიებს
#კულტურაანიმატორობა ახალი სამყაროს საკუთარი ხელით შენებას ჰგავს. ანიმატორი და ანიმაციის რეჟისორი ცოტნე რუსიშვილი, რომლის ფიქრებიც ბავშვობიდან ანიმაციით იყო მოცული, დღეს ამ რთულ საქმეს კიდევ ერთი დიდი მოტივაციით ეჭიდება – სურვილით, საკუთარი შვილებისთვის შთაგონების მთავარ წყაროდ იქცეს.