10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.
ლოს-ანჯელესში ემერალდ ფენელის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ოსკაროსანი რეჟისორი, რომელიც მაყურებლისთვის ფილმებით Promising Young Woman და Saltburn არის ცნობილი, ამჯერად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოტიკური რომანის, ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ეკრანიზაციას გვთავაზობს.
საღამოზე მთავარი ყურადღება კეტრინის როლის შემსრულებელმა, მარგო რობიმ მიიპყრო. მსახიობი დენიელ როზბერის მიერ შექმნილ Schiaparelli-ს კაბაში გამოჩნდა. სამოსის დიზაინი – შავი მაქმანები და ხავერდის ქვედაბოლო მუქ წითელსა და შავ ფერებში, ბრონტესეულ ესთეტიკას ეხმიანებოდა.

თუმცა, პრემიერის ნამდვილ ვარსკვლავად ელიზაბეთ ტეილორის ლეგენდარული „ტაჯ მაჰალის“ ყელსაბამი იქცა. რვა მილიონ დოლარად შეფასებული ვინტაჟური სამკაული ტეილორს 1972 წელს რიჩარდ ბარტონმა აჩუქა. გულის ფორმის ბრილიანტის გულსაბნევი რობიმ Lorraine Schwartz-ისა და Fred Leighton-ის სამკაულებს შეუხამა.

რომანის ეკრანიზაციაში ჰითკლიფის როლი ჯეიკობ ელორდიმ მოირგო, რომელიც ფენელის ცნობილ ნამუშევარში, Saltburn-შიც მონაწილეობდა. პრემიერაზე მსახიობი Bottega Veneta-ს მინიმალისტურ კოსტიუმში წარსდგა.

ღონისძიებაზე გამოჩნდა მომღერალი Charli XCX-იც, რომელიც ფილმის მუსიკის ავტორია. მისი Vivienne Westwood-ის ლუქი კლასიკური ბრიტანული სტილისა და თანამედროვე ელემენტების ნაზავს წარმოადგენდა.
ფილმი მარგო რობისა და მისი მეუღლის, ტომ აქერლის საპროდიუსერო კომპანია LuckyChap Entertainment-ის მიერ არის გადაღებული. ემერალდ ფენელის თქმით, ეს არის ბრონტეს მძიმე რომანის თანამედროვე, ახლებური ინტერპრეტაცია. ეკრანიზაცია კინოთეატრებში 13 თებერვლიდან გამოვა.